18.მარტი .2016 20:06

"მაესტროს" თანამშრომლები დავაში ჩართულ მხარეებს 5 პუნქტიან წინადადებას სთავაზობენ

views 1017
უკან

"მაესტროს" თანამშრომლები დავაში ჩართულ მხარეებს, 5 პუნქტიან წინადადებას სთავაზობენ. როგორც არხის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე დაძაბული ვითარება, პირდაპირ აისახება არხის იმიჯზე და მუშაობის ხარისხზე.
 
"სამწუხაროდ, რამდენიმე დღეა ლოგოსა და სახელის გარეშე ვმაუწყებლობთ და ვერ ვახდენთ ჩვენი პროდუქტის იდენტიფიცირებას.

იმისათვის, რომ დუღილის ტემპერატურა არ გადასცდეს დაშვებულ ნორმას და პროცესი არ გახდეს შეუქცევადი, საინფორმაციო სამსახურის, ყველა ტელეპროექტის ("ბიზნესკონტაქტი"; "საქმიანი დილა"; "ფაქტორი"; "1 წუთი"; "SWOT ანალიზი") ტექნიკური პერსონალის, გახმოვანების, პროგრამების, დაცვის სამსახურების თანამშრომლების სახელით მხარეებს გთავაზობთ 5 პუნქტიან წინადადებას. შეთანხმების შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ არხს დაუბრუნდება სახე და სახელი, რაც ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარის ინტერესშია.

1. ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი.

2. ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე.

3. ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები.

4. უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება. ჩვენ უზრუნველვყოფთ უწყვეტ ეთერს, თქვენ უზრუნველყავით უწყვეტი დაფინანსება.

5. მოლაპარაკების პერიოდში მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა