21.მაისი .2019 18:18

"ლიბერთი ბანკის" დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა თანამდებობა დატოვა

views 1113
უკან

საქართველოს მესამე უმსხვილესი ბანკის, "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა თანამდებობა დატოვა.


ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ამჟამად ბანკის CEO-ს მოვალეობას ლევან ლეკიშვილი ასრულებს; აქამდე ლეკიშვილი ბანკის ფინანსური დირექტორის პოსტზე მუშაობდა.

კალანდარიშვილი "ლიბერთის" CEO 2017 წლის ოქტომბერში გახდა. 2015 წლიდან კალანდარიშვილი იკავებდა პროექტების დირექტორის თანამდებობას Hunnewell Partners Georgia-ში. ამავე დროს იყო ს.ს. ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. წინა წლებში კი, იყო Standard Group LLC პარტნიორი ლიტვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა