12.სექტემბერი .2019 13:55

"ლელოს" დამფუძნებელი: საძულველი პოლიტიკური ძალა და პიროვნებები ჩემთვის არ არსებობენ

views 305
უკან

"წითელი ხაზები, საძულველი პოლიტიკური ძალა და საძულველი პიროვნებები ჩემთვის არ არსებობენ", – ამის შესახებ დღეს დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, ქართველებს შორის ისეთი გამყოფი ხაზი არ უნდა არსებობდეს, რომელიც ადამიანებს ერთმანეთისგან დააშორებს.

"როდესაც ადამიანები სიძულვილის ხაზებს ავლებენ ერთმანეთს შორის, ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი ტალღის შემოტანა, როდესაც პირიქით ადამიანები რაღაც დიდი მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან და არა ის, როდესაც ადამიანები ვიღაცის წინააღმდეგ ერთიანდებიან.

აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ და ყოველთვის ამას გავიმეორებთ, ჩვენ არ ვერთიანდებით კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ, ჩვენ საქართველოს მომავლისათვის ვერთიანდებით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა