03.მაისი .2016 13:00

"ლარის ამაზე მეტად გამყარება არ არის კარგი იდეა, სებ-მა მეტი და მეტი დოლარი უნდა იყიდოს"

views 2573
უკან

Galt&Taggart-ი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ზე მეტად გაიზრდება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა ზრდა შესაძლოა 5%-იც იყოს. მისი თქმით ეკონომიკის ზრდაზე დადებითად იმოქმედებს ტურიზმი.

"ეკონომიკური ზრდა 4%-ს გადააჭარბებს და შესაძლოა 5%-იც იყოს. სტაბილიზაცია მოხდა რეგიონში, დასტაბილურდა ნავთობის ფასებიც. დიდი შოკი რომელიც რეგიონს ჰქონდა ნოემბერში შეჩერდა და შემოტრიალდა ეკონომიკა.

რუსეთი და აზერბაიჯანი მაინც ნელ ზრდას ან კლებას აგრძელებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველოს აქვს კარგი შანსი, დაუბრუნდეს ზრდას, რის ტენდენციებსაც ვხედავთ.

ტურიზმი იზრდება საკმაოდ კარგად. შესაძლებელია, რომ მარტო ტურიზმის ხარჯზე ეკონომიკა გაიზარდოს 2,5 პროცენტით. 

ველდოებით სავალუტო შემოდინებებს და შესაბამისად გამყარებისკენ იქნება ლარის ტენდენცია. ამაზე მეტად გამყარება არ არის კარგი იდეა და ეროვნულმა ბანკმა მეტი და მეტი დოლარი უნდა იყიდოს და გამოუშვას ლარი. შესაბამისად ამითი მოხდება ეკონომიკის სტიმულირება“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა