14.აგვისტო.2019 00:20
მსოფლიო

"კრეატიული თაღლითობა" - ესპანელმა ბიჭმა Amazon -ს 330 000 ევრო მოპარა

"კრეატიული თაღლითობა" - ესპანელმა ბიჭმა Amazon -ს 330 000  ევრო მოპარა

ესპანელი ბიჭის "კრეატიული თაღლითობა" -  22 წლის მამაკაცმა Amazon-ს 330 000 ევრო მოპარა. როგორც ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Tamebay იტყობინება, ეს სავარაუდოდ, ყველაზე მასშტაბური თაღლითობაა, რაც კი აქამდე ევროპაში დაფიქსირებულა.

22 წლის ჯეიმს გილბერტ კვარტენგის სქემა შემდეგი იყო: ის Amazon-იდან iPhones-სა და სხვა ძვირადღირებულ ელექტრონულ მოწყობილობებს პერმანენტულად იწერდა, ნივთებს თვითონ იტოვებდა, ხოლო ყუთებში იმავე წონის მიწას ყრიდა და უკან აგზავნიდა; რადგან ის Amazon Prime- ის კლიენტი იყო, პროდუქციის უკან გაგზავნა მისთვის უფასოდ ხდებოდა.

Amazon-ში უკან გაგზავნილ ნივთებს მაშინვე წონას უდგენენ, თუ ის ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს ემთხვევა, პროდუქციის მიღება ფიქსირდება და კლიენტისთვის, გადახდილი თანხის უკან გადარიცხვის პროცესი ავტომატურად ხორციელდება ისე, რომ მიღებული პაკეტი არც კი იხსნება და მოწმდება.


სწორედ ამ სქემის მიხედვით, რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებდა 22 წლის ესპანელი პარტნიორთან ერთად. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ინტერნეტ სავაჭრო პლატფორმიდან "უფასოდ" გამოწერილ პროდუქციას შემდეგ ყიდდნენ;  სქემა თავიდან კარგად მუშაობდა, მაგრამ შემდეგ Amazon-ში ეჭვი შეეპარათ და საქმის გამოძიება დაიწყეს. პოლიციამ ესპანელის ბრალეულობა დაადგინა და საქმე გახსნა. 22 წლის მამაკაცი დაკავებიდან ცოტა ხანშივე, 3000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

20.აგვისტო.2019 00:03
167

მაიკ ტაისონის "მარიხუანას იმპერია" - ლეგენდარული სპორტსმენის კანაფის პლანტაციები და ბიზნესი

ვრცლად
19.აგვისტო.2019 21:47
352

უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით 3 ქართველის დაკავებას საქართველოს შსს ადასტურებს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 21:04
88

ესტონეთის პრეზიდენტი: ვგმობთ საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას

ვრცლად
19.აგვისტო.2019 20:00
96

ტრამპს ჩინურ Huawei-სთან ბიზნესის წარმოება არ სურს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 16:38
277

ესპანეთის პოპულარულ საკურორტო ზონაში ძლიერი ხანძარია - 4000 ადამიანი ევაკუირებულია

ვრცლად
19.აგვისტო.2019 16:22
252

აშშ-ის შემდეგ გერმანია - ბერლინი ჩინეთის მთავრობას ეკონომიკურ შპიონაჟში ადანაშაულებს

ვრცლად