28.აპრილი.2016 13:47
ეკონომიკა

"კონკურენციის სააგენტოსთან "ჰუმანითი ჯორჯიასთვის" გაცემული დახმარება შესათანხმებელი არ იყო"

"კონკურენციის სააგენტოსთან "ჰუმანითი ჯორჯიასთვის" გაცემული დახმარება შესათანხმებელი არ იყო"
"კონკურენციის სამართლისა და მომხმარებლის დაცვის ცენტრმა“ კონკურენციის საგენტოს "ჰუმანითი ჯორჯიას" საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართა. საუბარია კომპანიაზე გაცემულ სახელმწიფო დახმარებაზე. როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა დაწყებულია. სლავა ფეტელავას განცხადებით, მიმდინარეობს შესწავლა საჩივრის დასაშვებად ცნობაზე. მისივე თქმით, კანონიდან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოსთან "ჰუმანითი ჯორჯიასთვის“ გაცემული დახმარება შესათანხმებელი არ იყო.
 
"კონკურენციის სააგენტოსთან სახელმწიფო დახმარების ორი შემთხვევაა შესათანხმებელი: როდესაც რეგიონის განვითარებას და კულტურულ მემკვიდრეობას ხმარდება თანხა. ეს თანხა არც რეგიონის განვითარებას მოხმარებია და არც კულტურულ ძეგლებს“, - განაცხადა ფეტელავამ. მისივე თქმით, შესწავლა ამ ეტაპზე კონკურენციის კანონში მეთერთმეტე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კონკურენციის შეზღუდვას ეხება.
 
"ფარმაცევტულ ბაზარზე სააგენტოში ორი განცხადება იყო შემოსული. აქედან ერთზე როგორც იცით არასაკმარისი მტკიცებულებებიდან გამომდინარე მოკვლევა არ დაწყებულა. თუმცა 25 მარტიდან კონკურენციის სააგენტო ახორციელებს ფარმაცევტული ბაზარზე კონკრეტული განცხადების საფუძველზე მოკვლევას“, - განაცხადა სლავა ფეტელავამ.

24.აგვისტო.2019 20:20
168

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 19:29
134

ახალსოფელთან ტყეში ხანძრის ადგილზე ტექნიკის შესაყვანად გზა გაიჭრება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:10
157

წელს ქართული ნივრის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:15
1722

"აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროექტს შემოდგომაზე განაახლებს – დაფინანსება 30 000 ლარი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 16:50
1343

Ryanair–ის პილოტები გაფიცვას გეგმავენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 15:30
331

მინსკში "ქართული სახლი" გაიხსნა

ვრცლად