16.თებერვალი .2016 14:28

"კონკურენციის სააგენტო მოკლებულია "მაესტროს" მსგავსი საკითხების განხილვის სამართლებრივ საფუძველს"

views 1020
უკან

კონკურენციის სააგენტოს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს წილების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული მრავალი განცხადების გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტო საჭიროდ თვლის განმარტოს, რომ ტელეკომპანია "მაესტრო"-ს წილების შესყიდვასთან დაკავშირებით სააგენტოში რაიმე ტიპის განცხადება დღემდე არ არის წარდგენილი.
 
„ხსენებული განცხადების წარმოდგენის შემთხვევაშიც კი, სააგენტო მოკლებულია მსგავსი საკითხების განხილვის სამართლებრივ საფუძველს, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

"კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-111 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია ეკონომიკური აგენტების მიერ კონცენტრაციის თაობაზე, სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის კრიტერიუმები, სადაც ცალსახად არის მითითება იმის თაობაზე, რომ კონცენტრაციის შეტყობინების ვალდებულება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტებს არ გააჩნიათ.

თავის მხრივ, ამავე კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტში განმარტებულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სფერო განეკუთვნება ეკონომიკის რეგულირებად სფეროს”, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა