16.მარტი .2016 19:30

"კოდალა" - შშმ პირებით დასაქმებული საწარმო ხის სათამაშოების რეალიზებას სამ ქალაქში ახდენს (ფოტო)

views 3698
უკან

სოციალური საწარმოში "კოდალა" უკვე სამი წელია ხის სათამაშოები მზადდება. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული, აქედან 5 კი შშმ პირია. დასაქმებამდე მათ 3-თვიანი გადამზადების კურსები გაიარეს, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მხარეს მოიცავდა. საწარმოში ხის სათამაშოების რამდენიმე ხაზი იწარმოება: ასაწყობი სათამაშოები, მექანიკური სათამაშოები, ფიგურული და კორპორატიული სათამაშოები. როგორც "კოდალაში" "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს ადგილზე მზადდება სხვადასხვა სახის სუვენირებიც. კომპანია კერძო შეკვეთებზეც მუშაობს.
 
"ხის სათამაშოებისთვის საღებავი გერმანიიდან ჩამოგვაქვს, ის ეკოლოგიურად სუფთაა და შესაბამისად ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა", - განმარტავენ კომპანიაში. ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზება სუვენირების რამდენიმე მაღაზიასა და სუპერმარკეტების ქსელში ხდება. ხის სათამაშოების შეძენა ქუთაისსა და გორშიც არის შესაძლებელი. საწარმო მოთხოვნიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე გაფართოვებას და 20-მდე შშმ პირის დასაქმებას გეგმავს, თუმცა ამ დროისთვის "კოდალა" ადაპტირებულ ფართს ეძებს.

ხის სათამაშოების ფასი 10-დან 25 ლარამდე მერყეობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა