22.მარტი.2016 09:46
ბიზნესი

"ჯინო ფერედაისის" ინვესტორი კომპანია ბაკურიანში 4 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს

"ჯინო ფერედაისის" ინვესტორი კომპანია ბაკურიანში 4 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს
"ჯინო ველნეს გრუპი" ბაკურიანში დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ასაშენებლად 4 მილიონ 200 ათას ლარს დახარჯავს. აღნიშნული პროექტისთვის ინვესტორს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით 500 ათას ლარად საკუთრებაში საინვესტიციო პირობებით გადასცა.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტთან" "ჯინო ველნეს გრუპის" ხელმძღვანელის წარმომადგენელი რამაზ მიქაძე აცხადებს, პროექტის მიხედვით ბაკურიანში დაგეგმილია 500 ადამიანზე გათვლილი დასასვენებელი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სპა და ველნეს ცენტრის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს ასევე აკვა-პარკის, ღია და დახურული ტიპის აუზების, სასტუმროსა და რესტორნების მოწყობას. რამაზ მიქაძის თქმით, ბაკურიანში სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით კი პროექტი 24-დან 36 თვემდე ვადაში უნდა დასრულდეს.

"ჯინო ველნეს გრუპი" ამ ეტაპზე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ და გამაჯანსაღებელ კომპლექსს "ჯინო ფერედაისს" ფლობს. როგორც მიქაძე აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია სასტუმროებისა და აპარტ-ოტელების მოწყობა.

"ჯინო ველნეს გრუპი" სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ნოდარ გიორგაძის კომპანიაა. აღნიშნული კომპანია თბილისის ზღვაზე ეკოლოგიურ ქალაქს გააშენებს. "ეკო გრინ სითის" პროექტის ფარგლებში, თბილისის ზღვაზე ეკოლოგიური სამშენებლო მასალებით აგებული ინფრასტრუქტურული ობიექტების, საცხოვრებელი ვილების, კოტეჯებისა და ბინების მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში "ჯინო ველნეს გრუპი" მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

18.მარტი.2019 12:26
1522

"ჯიგრები" - რა მომსახურებას სთავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს

ვრცლად
07.მარტი.2019 13:30
333

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

ვრცლად
06.მარტი.2019 17:20
994

აშშ-ში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

ვრცლად
06.მარტი.2019 12:24
327

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ვრცლად
06.მარტი.2019 10:25
637

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

ვრცლად
02.მარტი.2019 13:20
396

რომელ პროექტებზე იქნება დაშვებული კ2 კოეფიციენტის მატება?

ვრცლად