18.აპრილი.2019 00:10
მსოფლიო

"იუვენტუსმა" "აიაქსთან" წაგების შემდეგ $450 მილიონის ზარალი მიიღო

"იუვენტუსმა"  "აიაქსთან" წაგების შემდეგ $450 მილიონის ზარალი მიიღო
იტალიური სერია ა-ს ამჟამინდელი ლიდერი „იუვენტუსი“ „აიაქსთან“ დამარცხების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფებს გამოეთიშა და ამის შემდეგ მისი აქციების ფასი თითქმის მეოთხედით, 24%-ით გაუფასურდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2001 წლის შემდეგ.

ეს თანხა რიცხვებში რომ შევაფასოთ, აღმოჩნდება, რომ ზარალი $450 მილიონ დოლარს აჭარბებს; მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

განსხვავებული სიტუაციაა ამსტერდამელების ბანაკში. კლუბის აქციების ფასი 8.5%-ით გაიზარდა და ამჟამად მისი ღირებულება 341 მილიონი ევროა. აიაქსს Bloomberg-ის მიხედვით, შანსი ეძლევა მისი ყოველწლიური შემოსავალი მესამედით გაზარდოს. გუნდმა უკვე მიიღო 12 მილიონი ევროს ღირებულების საპრიზო თანხა და თუ მისი წარმატება გაგრძელდება, შესაძლოა „ასმტერდამმა“ დამატებით 19 მილიონი ევრო მიიღოს. ეს თანხა ცხადია, არ მოიცავს ბილეთების და და სხვა სახის შემოსავლებს.

აღსანიშნავია, რომ კლუბს 2018 წელს 92 მილიონი ევროს შემოსავლები ჰქონდა, რაც „იუვენტუსის“ მონაგარზე თითქმის 5-ჯერ ნაკლებია. რაც შეეხება ჩემპიონატის საპრიზო ფონდს, ფინალისტები 15-15 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც შეეხება გამარჯვებულს, მას დამატებით 4 მილიონი ევრო შეხვდება წილად.

 

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

18.ივლისი.2019 12:41
46

ბილ გეითსმა მსოფლიოს მე-2 უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

ვრცლად
18.ივლისი.2019 00:05
259

აშშ-ის სენატში Facebook-ის კრიპტოვალუტას აკრიტიკებენ

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:20
354

ტრამპი - ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პოზიტიური კუთხით ვითარდება

ვრცლად
17.ივლისი.2019 19:53
253

საფრანგეთის პარლამენტმა ნოტრდამის რეკონსტრუქციის შესახებ კანონი დაამტკიცა

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:04
206

მედიაში გავრცელებული ბრალდებების გამო საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრი გადადგა

ვრცლად
17.ივლისი.2019 15:48
173

ევროკომისიის პრეზიდენტად ისტორიაში პირველად ქალი აირჩიეს

ვრცლად