მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისეთი დასუსტებულია ჩვენი ეკონომიკა, რომ პატარა შოკუნიებიც კი ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩვენზე"

56a8910724759
BM.GE
27.01.16 13:39
1320
ლარის გაუფასურებას ეკონომიკის სტრუქტურული სისუსტით ხსნის, თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი, ვატო ლეჟავა. ლეჟავა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ შოკები რომელიც ლარზე მოქმედებს, შესაძლოა საგარეოც იყოს და საშინაოც, თუმცა სუსტი ეკონომიკა მას ვერ უძლებს.
 
"ლარი ჩვენი ეკონომიკის თერმომეტრია, ჩვენ ეხლა ვეჩხუბებით თერმომეტს, რატომ აჩვენებს ჩვენი ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობას. თერმომეტრთან ჩხუბის ნაცვლად უნდა გადავიდეთ დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. ეს დაავადება არის ქართული ეკონომიკის სტრუქტურული სისუსტე.

ისეთი დასუსტებულია ჩვენი ეკონომიკა სტუქტურულად, რომ პატარა შოკუნიებიც კი ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩვენზე. ეს შოკუნიები საგარეოც შეიძლება იყოს და საშინაოც.
ჩვენი ექსპორტი შემცირდა თითქმის ¼-ით, ეს ვერ დაბალანსდა ინვესტიციებით და ამას დაემატა წმინდა გადმორიცხვების შემცირება", - განაცხადა ლეჟავამ.