10.ნოემბერი.2015 17:07
ეკონომიკა

"ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების ათვისებაში 22%-იანი ზრდა შეინიშნება"

"ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების ათვისებაში 22%-იანი ზრდა შეინიშნება"
მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მათი ათვისებაა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარჯების ათვისების ზრდა ფიქსირდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხების ვერ ათვისება უმეტესწილად საერთაშორისო ტენდერის შედეგად მიღებული ხელშეკრულებების პირობებში ხდება. 

"ამ ხარჯების ერთადერთი მიზეზია ის, რომ წელს ვერ მოესწრება ამ პროექტების სრულად ათვისება. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოხერხდება ამაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმაც ისაუბრა. არ იგეგმება გარკვეული ავანსის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ კონკრაქტი იძლევა იმის საშუალებას, რომ დაახლოებით 20 % ავანსი იქნეს გაცემული. იმნფრასტრუქტურისა და მთავრობის გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ავანსი გაიცეს მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელია ამა თუ იმ პროექტის დაწყება. არც ერთი პროექტი არ ჩერდება, ეს პროექტები მიმდინარე პროექტებია და გაგრძელდება 2016 წლის განმავლობაში. ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისებას რაც შეეხება, ათი თვის განმავლობაში დაახლოებით 22%-ით მეტი ათვისებაა, ვიდრე იყო გასულ წელს. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ათვისების ტენდენცია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი პროექტის ფარგლებში, როდესაც ეს არის საერთაშორისო ტენდერის შედეგად მიღებული ხელშეკრულება, შემსრულებლის გარკვეული თუ ვერ ახერხებს გრაფიკის მიხედვით, მყისიერი შეცვლა ამა თუ იმ პროექტის შეუძლებელია და რიგ შემთხვევაში ამიტომაც ხდება ხოლმე გარკვეული ჩამორჩენები. თუმცა, ჯამურად საკმაოდ მაღალია ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისება. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და ინფრასტრუქტურაზე თანხების მიმართვა, თუმცა თუ ვერ მოხერხდა ამ თანხის ათვისება, ეს არანაირ შედეგს არ მოგვცემს. მთავარია თანხა სამუშაოებზე დაიხარჯოს და არა ავანსზე ან სხვა მიმართულებით მოხდეს თანხების გაცემა. მთავარია კონკრეტული სამუშაოები შესრულდეს და ამ სამუშაოების შედეგად მივიღოთ ეკონომიკური ეფექტი’’-განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, სოციალური დანახარჯების გაზრდა ინფრასტრუქტურის ხარჯზე არ მოხდება.

"საგადასახადო შემოსავლებში გვაქვს გადაჭარბება და სწორედ ეს დამატებითი საგადასახადო შემოსავლებია წყარო იმ სოციალური ხარჯების დაფინანსების’’-აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ავტორი: ბიზნესკონტაქტი

19.აგვისტო.2019 16:30
7

TAV Georgia: ჩვენი ინვესტიციები წელს 17 მლნ ლარს გადაჭარბებს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 15:47
225

"თიბისი ბანკის ჯგუფი" My Group-ის საკონტროლო პაკეტს ყიდულობს - გარიგების ფასი ₾19 მლნ-ია

ვრცლად
19.აგვისტო.2019 15:05
83

II კვარტალში მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის და ფრინველის რაოდენობა შემცირებულია

ვრცლად
19.აგვისტო.2019 15:00
130

7 თვეში საქართველოდან იმპორტისთვის $5 მლრდ-მდე გავიდა - TOP-5 საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.აგვისტო.2019 14:20
279

2019 წლის 7 თვეში საქართველომ ექსპორტიდან $2.1 მლრდ მიიღო - TOP-5 საექსპორტო საქონელი

ვრცლად
19.აგვისტო.2019 13:55
119

თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სამეულშია

ვრცლად