13.ივნისი .2019 15:52

"იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადის 5 დღემდე შემცირებით პროდუქცია არ გაძვირდება"

views 545
უკან

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადის 5 დღემდე შემცირების გამო პროდუქცია არ გაძვირდება. ამის შესახებ კაკაურიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ, ოთარ კახიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ოთარ კახიძეს აინტერესებდა, დამატებითი დღგ-ს გადასახადის 25 დღით შემცირება გამოიწვევს თუ არა ავტომატურ რეჟიმში იმ პროდუქციის გაძვირებას, რომელიც იმპორტიორს ქვეყანაში შემოაქვს.

„200 კომპანია თუ ოქროს სიაში იყო, 50 000 აქტიური კომპანიაა, რომელიც ოქროს სიაშია არ არის. კონკრეტულ კომპანიას აღარ ექნება უპირატესობა სხვა ათას კომპანიასთან და შემოიტანს იგივენაირად.

თუ ვერ გაუწევს კონკურენციას იმ კომპანიას, რომელიც შედარებით პრივილეგირებული იყო მოგება შეუმცირდება და კონკურენციის რეჟიმში ის პატარა კომპანიები, რომლებიც იმპორტს ახორციელებდნენ მეტი მოგების მიღებას შეძლებენ.

თუ კონკრეტული კომპანია გააძვირებს და არ მოინდომებს თავისი მენეჯმენტი გააუმჯობესოს ვერ გაყიდის იმიტომ, რომ ათასი სხვა კომპანია არსებობს, რომელსაც იგივე პროდუქტი შემოაქვს“ - განაცხადა კახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა