მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იაგოს ღვინო" მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო Ritz-ის მენიუში მოხვდა

5695ffa5c70f3
BM.GE
13.01.16 11:01
6481
ლონდონში მდებარე მაღალი კლასის სასტუმრო Ritz-ი, საკუთარ მენიუში ქართულ ღვინოს ამატებს. იაგო ბიტარიშვილის, 2007 წლის "ჩინური" ლონდონის პრესტიჟულ სასტუმროში მიმდინარე წლიდან გამოჩნდება. გამოცემა Thedrinksbusiness-ი წერს, რომ ინგლისელი მომხმარებლებისთვის ქართული ღვინო სიახლე იქნება. გამოცემა სასტუმროს სომალიეზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ახალი პროდუქტის შერჩევა ხანგრძლივი პროცესი იყო და სასტუმრომ უნიკალურ და გამორჩეულ ღვინოებზე შეაჩერა არჩევანი.