მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დავაჩქაროთ ტურიზმის აღდგენა? - ვალერი ჩეხერია ანალიტიკაში

BM.GE
21.10.22 11:17
312
ტურიზმი 2022 წელს თითქმის ყველგან ერთნაირად სწრაფად აღდგა, მათ შორის ევროპასა და მეზობელ თურქეთში. საქართველო ოდნავ ჩამორჩება გლობალური ტურიზმის აღდგენის დინამიკას, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა შეასუსტა ტურისტების ჩამოსვლა, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან – ასეთია GALT&TAGGART-ის კვლევის შეფასება, რომელიც 2022 წლის სექტემბრის მიმოხილვას ეყრდნობა. 

პროგნოზი ასეთია: ტურიზმის შემოსავლები სრულად აღდგება 2022 წელს პანდემიამდელ დონესთან შედარებით, ხოლო 2023 წელს იქნება 10%–იანი ზრდა. ეს იმის გათვალისწინებით, ცხადია, რომ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტები სექტორის მთავარ გამოწვევად რჩება. 

სამომავლო ხედვა ასეთია: მაღალმხარჯველი ტურისტების მოსაზიდად საქართველოს ტურისტულმა სექტორმა ფოკუსირება უნდა მოახდინოს ისეთ ტურისტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ზამთრის, ღვინის, სამედიცინო და MICE ტურიზმი. 

სტუმარი: ვალერი ჩეხერია - "სლოუ ჯგუფის" პარტნიორი და ბიზნესის განვითარების დირექტორი;