30.აპრილი.2016 15:16
ეკონომიკა

"ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცესში გარკვეული შეფერხებებია"

"ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცესში გარკვეული შეფერხებებია"
"გროს ენერჯი ჯგუფის" დირექტორის ანგული ტყებუჩავას განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცესში გარკვეული სირთულეებია.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" ტყებუჩავამ განუცხადა, ეს სირთულეები უფრო ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, ვიდრე - სუბიექტური.

"მარტივი არ არის დიდი თანხის შემოჭრა და ათვისება - ამას რესურსი სჭირდება. ასეთ პატარა ქვეყანაში მილიარდობით ინვესტიციების განხორციელება ჩემი აზრით, სხვა რამეებს გამოიწვევს და ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აკონტროლებენ, ისინი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ. ეს ტარიფებზეც მოქმედებს შემდეგ. ალბათ, ამიტომ უწევს მთავრობასაც, ეს საკითხი დაარეგულიროს და მართოს. ამის გამო გარკვეული შეფერხებებია ნებართვების გაცემის პროცესში. რა თქმა უნდა, ბაზარი თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენმა სახელმწიფომაც რაღაც ეტაპები უნდა გაიაროს“, - განაცხადა ტყებუჩავამ და დასძინა, რომ „არსებულის ცვლილება ასე სწრაფად არ ხდება".

"დრო უნდა ყველაფერს, მაგრამ ეს პროცესი წინ რომ მიდის, ფაქტია. თუნდაც ჩვენს მაგალითზე გეტყვით - ჩვენი ბრუნვა გაიზარდა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება გენერაციის ახალი ობიექტების ელექტროსისტემის ქსელში ერთბაშად ჩართვის გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, როგორც ანგული ტყებუჩავა განმარტავს, შეიძლება ესაც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გარკვეული პროექტების დასაწყებად ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან სანებართვო დოკუმენტაციების გაცემა ჭიანურდება.

"ესაც გასათვალისწინებელია, მაგრამ ჯერ-ჯერობით გრაფიკიდან პროცესი ამოვარდნილი არ არის. ახლა ჯერი მიმდგარია ტარიფების შეთანხმებაზე, რომელზეც სახელმწიფომ ერთიანი მიდგომა უნდა გამოიმუშაოს. დღეს ეს პროცესია, რაც ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულდება და ახალი სატარიფო მიდგომა გვექნება", - განაცხადა ანგული ტყებუჩავამ.
ავტორი: დავით ჯალაღონია

17.ივლისი.2019 23:00
172

„ქართული ზეთისხილი“ და KTW ჯგუფი ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ

ვრცლად
17.ივლისი.2019 22:00
420

რა ღირს აგარაკის დაქირავება თბილისის შემოგარენში?

ვრცლად
17.ივლისი.2019 21:00
262

ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებაზე - "უფრო მეტია საჭირო"

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
90

ნათია თურნავა - მცირე გრანტების დაგეგმილ კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროები ცალსახა პრიორიტეტი იქნება

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
114

ნათია თურნავა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შეხვდა

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:00
229

"ტრანსპორტში გადახდის ერთიან სისტემაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს"

ვრცლად