01.თებერვალი.2016 14:53
ეკონომიკა

"გვყავდა პრემიერი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ლაპარაკითაც კი ზიანს აყენებდა"

"გვყავდა პრემიერი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ლაპარაკითაც კი ზიანს აყენებდა"
"გვყავდა პერემიერმინისტრი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ლაპარაკითაც კი ზიანს აყენებდა", - აღნიშნულის შესახენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა. მისი თქმით, ახალ პრემიერს შედარებით, სწორი მესიჯები აქვს, თუმცა როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, მის მიერ ჯერ კიდევ გასულ წელს წარმოდგენილ ლარის სტაბილიზაციის გეგმას მთავრობა არ ასრულებს.
 
"სამწუხაროდ, მთავრობა არც არაფერს აკეთებს. გვყავდა პერემიერმინისტრი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ლაპარაკითაც კი ზიანს აყენებდა. ახლანდელი პრემიერი შედარებით სწორი მესიჯებით საუბრობს, მაგრამ სამწუხაროდ, რეალურ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, პრობლემები ბოლო სამი წლის განმავლობაში გვაქვს. შარშან ამ დროს, როდესაც ლარი მკვეთრად დაეცა, კვირიკაშვილმა პარლამენტში ლარის სტაბილიზაციის გეგმა წარადგინა, რომელიც არავის არ უნახავს. მთავრობა პრობლემას დღესაც უგულვებელყოფს. დღეს კვირიკაშვილი უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში გარკვეულ საკითხებს სწორად აჟღერებს და ისინი სწრაფად გადასაწყვეტია.

იანვარში ცხადი იყო, რომ შემოსავლები ხარჯვაზე გაცილებით ნაკლები იყო. მეოთხე წელი დაიწყო და საქართველოს მთავრობამ ტექნიკურად ვერ ისწავლა ბიუჯეტიდან როგორ ხარჯოს ფული ისე, რომ ლარის გაუფასურებით, საქართველოს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს ზიანი არ მიაყენოს. ბუნებრივია, დეფიციტური ხარჯვა იყო და ეს ლარის კურსზეც აისახა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მთავრობა არაკომპეტენტურია, ის არაკომპეტენტურია ტექნიკურადაც, ამავდროულად ზოგადი ხედვა არ გააჩნიათ. როდესაც ასეთ ზიანს აყენებ ლარს, ინვესტორს კიდევ უფრო აფრთხობ, მეტ სიგნალს უგზავნი, რომ საქართველო სახიფათო ქვეყანაა. ვინც საკითხში ერკვევა არავინ და მათ შორის არც ჩვენ არ ვუარყოფთ იმას, რომ საგარეო ფაქტორები არსებობს, მაგრამ ქვეყანას კომპეტენტური მთავრობა უნდა ჰყავდეს, რომ რეგიონში არსებული გარემო გაითვალისწინოს. აქ მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ კიდევ უფრო მეტი დერეგულირება გააკეთოს და გადასახადები დაწიოს", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

25.ივნისი.2019 21:44
93

Galt&Taggart-ის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ლარი დოლართან 2.70-2.75-ის ფარგლებში იმერყევებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 20:36
1127

„ისეთ შეცდომას რომ დაუშვებ, რომ რუსეთის პრეზიდენტამდე მივა, ეს შეცდომა კი, არა დანაშაულია“

ვრცლად
25.ივნისი.2019 20:11
261

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად 5 წლით სოსო ფხაკაძე აირჩიეს

ვრცლად
25.ივნისი.2019 20:00
151

„არ მგონია, საქართველო დაზიანდეს თუ რომელიმე ერთი ქვეყნიდან ტურისტებმა ჩამოსვლა შეწყვიტეს"

ვრცლად
25.ივნისი.2019 18:20
1198

„აჭარა ჯგუფი“: რუსულ ტურიზმზე დამოკიდებულები არასდროს ვყოფილვართ

ვრცლად
25.ივნისი.2019 18:05
183

„ჩვენ ქვეყანაში სრულად არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება, მათ შორის - რუსი ტურისტების“

ვრცლად