პროექტ "გემოვანის" ფარგლებში, წალკის რაიონის, სოფელ ბერთაში (ზღვის დონიდან 1550მ) არსებული მამათა მონასტრის თანამონაწილეობით საფუძველი ჩაეყარა სათესლე და საჯიშე მეურნეობას. როგორც Bm.ge-ს პროექტის დამფუძნებელმა, ოთარ ნაჭყებიამ განუცხადა, მონასტრის ბაზაზე გაკეთდება მეურნეობა, სადაც ძველი ქართული ჯიშების აღდგენა და გამრავლება მოხდება.
"ჩვენ ვახორციელებთ პროექტ "გემოვანის“ დოქტრინას ეტაპობრივ; ეს ნაბიჯი დოქტრინის მე-7 პუნქტია, რაც გულისხმობს სათესლე, სანერგე, საჯიშე მეურნეობების შექმნას, რომელთა მიზანი ქართული გენეტიკის აგროსასურსათო კულტურებზე და ჯიშებზე ზრუნვა იქნება.
"გემოვანისგან“ მონასტერს სამი ჯიშის სათესლე მასალა გადაეცა, კერძოდ: ქართული ხორბლის მთის ჯიში და ენდემური სახეობა "დიკა"-ს თესლი, ქართული მთის ჯიშის კარტოფილის თესლი "მელანა" და ქართული მთის ჯიშის ნიორი. სამივე კულტურა წარმატებით გამოიცადა გემოვანის "გომისმთის" მეურნეობაში, რომელიც ზღვის დონიდან 2000-2400 მეტრზე მდებარეობს. საერთო ჯამში ბერთას მონასტერს 10 ჰექტარზე დასათესი მასალა გადაეცა, რომელიც მონასტრის კუთვნილ მიწაზე დაითესება და გამრავლდება", - განაცხადა ოთარ ნაჭყებიამ.
მისივე განმარტებით, სოფელ ბერთაში, მონასტრის ბაზაზე დაგეგმილია პროფესიული სასწავლებელის გახსნაც. იქ პრაქტიკოს აგრონომებს და ვეტერინერებს მოამზადებენ, რომლებიც ორგანულ სოფლის მეურნეობაზე იქნებიან ორიენტირებულები.
"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ საქმიანობაში მომავალი თაობები და ახალგაზრდობა ჩავრთოთ, რადგან ეს ყველაფერიი საბოოლოო ჯამში მათთვის კეთდება. პროფსასწავლებელში ისინი გაეცნობიან ქართული უძველესი ჯიშების წარმომავლობას, მათ თავისებურებებს და მოვლას და რაც მთავარია, ამას ისინი არამხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად ისწავლიან ჩვენს მეურნეობებში, სადაც აღნიშნული ჯიშების გამრავლებას ვგეგმავთ“ - განაცხადა იღუმენმა ნიკოლოზ გვარლიანმა, რომელიც ბერთას სამი მღვდელთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარია.
პროექტ "გემოვანის" სპონსორი ქართული ხობრლის პური "მზეთამზეა". პროექტი ქართული ნაწარმის პოპულარიზაციასა და ფერმერების წახალისებას ისახავს მიზნად.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი