მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზპრომი" ბულგარულ კომპანიას გაზის მიწოდებას შეუჩერებს

568ccaead5c1c
BM.GE
06.01.16 11:47
1547
რუსული კომპანია "გაზპრომ ექსპორტი" ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუჩერებს. ბულგარული Energy Holding (BEH)-ის ხელმძღვანელის ჟაკლენ კოენის ცნობით, მათ ოფიციალური წერილი მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ 1 იანვრიდან “გაზპრომ ექსპორტი’’ ბულგარულ პარტნიორ კომპანია “ოვეტრგაზს’’ გაზის მიწოდებას შეუჩერებს. პრობლემა 200 000 ოჯახს შეეხება, რომლებიც დღეში დაახლოებით 1,5 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იყენებენ. მისივე თქმით, ბულგარეთს აქვს შესაძლებლობა, რომ შიდა რეზერვებით კომპენსირება გაუკეთოს ამ დანაკლისს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "გაზპრომი" ევროპის გაზის ბაზარზე მუშაობის მოდელს ცვლის, ამას კი კომპანიას ახალი ევროპული კანონები აიძულებს, რომლებიც კონკურენციის განვითარებას ისახავენ მიზნად. საუბარია მესამე ენერგოპაკეტზე რომელიც ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრებზე ლიბერალიზაციას ისახავს მიზნად.