20.თებერვალი.2016 12:00
საზოგადოება

"გარისკეთ და ნუ შეგეშინდებათ იაფი კრედიტის გამოტანის", - წარმატებული ფერმერის ისტორია წალკიდან

"გარისკეთ და ნუ შეგეშინდებათ იაფი კრედიტის გამოტანის", - წარმატებული ფერმერის ისტორია წალკიდან
150 სული საქონელი, 60 ოჯახი ფუტკარი, 100 სული ცხვარი, 15 ჰექტარზე მოყვანილი კარტოგილი და ხორბალი, - ეს არასრული ჩამონათვალია, იმ ფერმერული მეურნეობის, რომელსაც რუსლან ხუციშვილი 1997 წლიდან ქმნის. პირველი მსხვილფეხა საქონელი სახელმწიფოსგან 600 ლარად შეიძინა, მეურნეობის განსავითარებლად მიწა ჯერ იჯარით, შემდეგ კი პრივატიზების გზით შეიძინა.
 
დღეს წალკის რაიონში, რუსლან ხუციშვილის მეურნეობაში 50 მუდმივი და 300-მდე სეზონურად დასაქმებული პირია.

ფერმერი ამბობს, რომ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად გარისკვაა საჭირო, მაშინაც კი, როდესაც ამას არავინ გირჩევს. სწორედ რისკს უკავშირებს ის პირველი კრედიტის აღებასაც, რომელიც მეურნეობის განვითარებისთვის ბანკიდან გამოიტანა.

"პირველი სესხი 18 პროცენტში გამოვიტანე, მაშინ ყველა მეუბნებოდა, რომ ვერ დავფარავდი, მაგრამ 3 წელში დავფარე კიდევაც და დღეს შედეგად სასტუმროს შენობაც მაქვს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა.

ვისაც მიწა აქვს იაფი კრედიტის გამოტანის არ უნდა ეშინოდეს. ამით შეგიძლია მიწა შეისყიდო, როცა მიწა გაქვს, მასზე კარტოფილსაც დარგავ და ხორბალსაც. მთავარია არ შეგეშინდეს, გარისკო და გამოიტანო სესხი. მეც ბევრჯერ შემშინებია, მაგრამ მთავარია ეს თანხა სწორად გამოიყენო.

თუ კრედიტი გამოიტანე და ის საკუთარ ფუფუნებას მოახმარე, იყიდე მანქანა და ბინა თბილისში, მაშინ უნდა გეშინოდეს. თუ მოგება არ ნახე ამ თანხით, აუცილებლად გაკოტრდები“, - ამბობს რუსლან ხუციშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

ფერმერის სამომავლო გეგმებში რძის საწარმოს ამოქმედება შედის. როგორც თავად ამბობს ხარისხიანი პროდუქციის საწარმოებლად თანამედროვე დანადგარებია საჭირო. "ჩვენი რძის პროდუქტი ევროსტანდარტებით არაა დამზადებული, რადგან ის ხელით იწველება. დანადგარებით მოწველის შემთხვევაში მისი ხარისხი აუცილებლად გაიზრდება". ფერმერი საწარმოს ამოქმედების შემდეგ, პროდუქციის რეალიზებას გერმანიასა და ავსტრიაში გეგმავს.

26.მარტი.2019 09:00
1225

რა ეღირება და როდის ამოქმედდება Car Sharing?

ვრცლად
25.მარტი.2019 23:00
189

თბილისში უკვე ნარჩენების დახარისხების 25 სტენდი მოქმედებს (ლოკაციები)

ვრცლად
25.მარტი.2019 19:35
178

კაკულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე : კანონი დისკრიმინაციული არ უნდა იყოს

ვრცლად
25.მარტი.2019 18:38
180

კაკულია-მიწის გასხვისებაზე: "განსაკუთრებულობა" ვიღაცის მიერ "ჩვეულებრივობაში" არ უნდა გადაითარგმნოს

ვრცლად
25.მარტი.2019 17:24
870

მოსწავლეთა თვალით დანახული ქართული ფული - სებ-ის კონკურსის ფინალისტები

ვრცლად
25.მარტი.2019 17:00
208

გადაიხდიან თუ არა ხმის ჩამხშობი აპარატურის ფულს ღამის კლუბები? - მერიის პასუხი

ვრცლად