24.მაისი.2019 21:00
ეკონომიკა

"გაფიცულმა თანამშრომლებმა "რუსთავის ფოლადში" მუშაობა განაახლეს"

"გაფიცულმა თანამშრომლებმა "რუსთავის ფოლადში" მუშაობა განაახლეს"
„რუსთავის ფოლადის“ გაფიცულმა 400 თანამშრომელმა მუშაობა განაახლა - როგორც BM.GE-ს „რუსთავის ფოლადის" გენერალური დირექტორის მოადგილემ არჩილ მელიქიძემ განუცხადა, ფოლადსადნობი საამქროს 250-მდე თანამშრომელმა მუშაობა მიმდინარე კვირის ორშაბათს განაახლა, ხოლო წვრილსორტული საამქროს 150-მა თანამშრომელმა გასული კვირის შაბათს.

„სამუშაოები სრულად აღდგა, პრობლემა მოგვარებულია. ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლებს მიმდინარე კვირის ორშაბათს შევხვდით და ხელფასები მოვუმატეთ, თუმცა არა 50%-ით, როგორც ამას თავად ითხოვდნენ, არამედ 15-დან 30%-მდე.

რაც შეეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხს, ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლები სააბაზანოს გაფართოვებას ითხოვდნენ, რასაც ცხადია დავაკმაყოფილებთ“ - განაცხადა მელიქიძემ.

შეგახსენებთ, 16 მაისს „რუსთავის ფოლადის“ წვრილსორტული საამქროს 150 თანამშრომელი გაიფიცა. მათ დირექციას სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით მიმართეს.

მოგვიანებით მათ კომპანიის დირექციასთან შეხვედრის შემდეგ მოთხოვნები დაუკმაყოფილდათ. კერძოდ, სამუშაო დრო 25%-ით შეუმცირდათ და ჯამში, 3 ცვლის მაგივრად, 4 ცვლაში იმუშავებენ, ხოლო თითო ცვლაში 35 ადამიანი იქნება დასაქმებული.

მომდევნო დღეს „რუსთავის ფოლადში“ ფოლადსადნობი საამქროს 250-მდე თანამშრომელი გაიფიცა და ისინი ანაზღაურების 50%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „რუსთავის ფოლადის“ ქარხნის 1 500-მდე თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარს შეადგენს. ხელფასის გარდა მათ ანაზღაურების სხვა პაკეტიც აქვთ: სამედიცინო დაზღვევა, უფასო კვება და სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

25.აგვისტო.2019 17:40
555

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
298

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
493

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 14:20
207

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:50
119

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 12:30
100

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

ვრცლად