07.მარტი .2016 12:10

"გადასახადის გადამხდელთა კავშირმა" სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავა მოიგო

views 1273
უკან

"გადასახადის გადამხდელთა კავშირმა" სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავა მოიგო. კერძოდ, 2016 წლის 17 თებერვალს ორგანიზაციამ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში გაასაჩივრა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

როგორც "გადასახადების გადამხდელთა კავშირში" განმარტავენ ჩანაწერი იყო დისკრიმინაციული, რადგან ტენდერში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ იმ მიმწოდებლებს ეძლეოდათ, რომელთაც აღნიშნული საქონლის ნიმუშები ადგილობრივ საწყობში ექნებოდათ.

დავების საბჭომ 2015 წლის 25 თებერვალს განიხილა საჩივარი და მთლიანად დააკმაყოფილა ის. კერძოდ, საბჭომ დაადგინა, რომ შემსყიდველმა უნდა კონრეტულად განსაზღვროს ის გარემოებები, რა შემთხვევაშიც ის პრეტენდეტისგან შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა