20.აპრილი .2016 15:38

"გადაიღე საქართველოში" პროგრამას ლოს ანჯელესში ეცნობიან

views 971
უკან

ლოს ანჯელესში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით პროგრამის "გადაიღე საქართველოში" წარდგენა მიმდინარეობს.
 
ამერიკულ ბაზარზე მოქმედ კინომწარმოებლებსა და საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის შესახებ, რომელიც რამოდენიმე თვეა დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში".

პროგრამის პრეზენტაციის ფარგლებში დაგეგმილია:

• შეხვედრები საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებთან და მათთვის პროგრამის ფარგლებში დანერგილი ე.წ cash rebate მექანიზმს დეტალურად გაცნობა, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.

• Location Show-ზე სამი დღის განმავლობაში ქართული სტენდის ქვეშ ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარდგენა

• საქართველოში კინოგადაღების კუთხით არსებული ხელსაყრელი ლოკაციების ფოტოგამოფენა და აუდიტორიისთვის ვიდეო რგოლის „გადაიღე საქართველოში" ჩვენება

• 25 აპრილს დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ჰოლივუდის წამყვანი პროდიუსერების მიღება, რომელთაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი - ანა კვარაცხელია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ქეთევან ბოჭორიშვილი უმასპინძლებენ.

კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ქართული მხარე შეხვედრებს გამართავს ისეთ ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორიცაა: Disney, ICM Talent Agency, Motion Picture Association, CAA Talent Agency და თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა