19.აგვისტო .2019 19:01

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

views 431
უკან


Fitch-ი საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს, - ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, რომლითაც ცეტრალური ბანკის

საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის BB სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას ეხმაურება.

"Fitch-ი საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს, რაც რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. Fitch-ი მიესალმება მცურავ გაცვლით კურსთან ერთად საერთაშორისო რეზერვების ზრდას, რაც, ერთი მხრივ, სარეზერვო მოთხოვნების გაზრდამ და მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სავალუტო ინტერვენციებმა განაპირობა, რის შედეგადაც რეზერვების ზრდა 2019 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.

საგარეო მოწყვლადობა რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ სახელდება. აღნიშნული სისუსტის აღმოფხვრას ემსახურებოდა ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის და სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა", - აცხადებენ სებ-ში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა