მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოუქვეყნებლობა პირადად ჩემი გადაწყვეტილებაა"

56a795e4bd266
BM.GE
26.01.16 19:49
1511
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის არ გამოქვეყნება მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
 
"ყველა შეფასებით, ეროვნული ბანკი არის ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია. ჩვენ უამრავ ინფორმაციას ვაქვეყნებთ ვებგვერდზე და ათიათასობით მოქალაქე ყოველდღიურად იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. რაც შეეხება ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის არ გამოქვეყნებას, ეს არის პირადად ჩემი გადაწყვეტილება და თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ამაზე სიამოვნებით ვუპასუხებ დეპუტატებს, თუ ამის სურვილი ექნებათ", - განაცხადა ქადაგიძემ.