18.აპრილი .2016 12:13

"ფილიპ მორისის" ბრენდის სიგარეტების დისტრიბუციას "ომეგა ჯგუფი" აღარ განახორციელებს

views 2338
უკან

"ფილიპ მორისის“ ბრენდის სიგარეტების დისტრიბუციას "ომეგა ჯგუფი" აღარ განახორციელებს. როგორც "ბიზნესკონტაქტისთვის" გახდა ცნობილი ორ კომპანიას შორის, სასამართლო დავა შეჩერდა და სიგარეტების დისტრიბუციაზე გადაწყვეტილება შეთანხმების საუძველზე მოხდა.
 
შეგახსენებთ, რომ "ფილიპ მორისის" ბრენდის სიგარეტების დისტრიბუცია საქართველოში იანვრის დასაწყისიდან შეწყდა და ის ბაზარზე დღეს დაბრუნდა. არსებულ დავასთან დაკავშირებით, "ფილიპ მორისის" საქართველოს წარმომადგენლობაში განცხადებას ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ რომ თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუცია ყველა სარეალიზაციო პუნქტში განახლდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა