18.აპრილი .2016 10:13

"ფილიპ მორისის" ბრენდის სიგარეტები ბაზარზე დაბრუნდა

views 3325
უკან

"ფილიპ მორისის" ბრენდის სიგარეტები ბაზარზე დაბრუნდა. როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, ამ ეტაპზე დისტრიბუცია შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და თამბაქოს ნაწარმი თითქმის ყველა სარეალიზაციო პუნქტში დაბრუნდა.
 
როგორ დასრულდა დავა "ომეგა ჯგუფსა“ და "ფილიპ მორისს“ შორის ჯერ-ჯერობით უცნობია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ "ფილიპ მორისის“ ბრენდის სიგარეტების რეალიზაცია იანვრის დასაწყისში შეჩერდა.