მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპა თაფლის ექსპორტისთვის ჯერ კიდევ შორს არის, ჩვენ არ ვართ მზად"

569e569841b60
BM.GE
19.01.16 19:04
1431
"საქართველო ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტისთვის მზად არ არის", - აღნიშნულის შესახებ კომპანია "ბრეტის" დირექტორმა, გიორგი კეპაშვილმა განაცხადა. კეპაშვილი ამბობს, რომ ქართული თაფლის ექსპორტზე გასვლას როგორც ლაბორატორიის, ასევე შესაბამისი ინფორმაციისა და განათლების არქონა უშლის ხელს.
 
"თაფლის ექსპორტი შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან, ეს არის პირველადი წარმოება როდესაც იქმნება ნედლეული, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამრეწველო გადამუშავება და მივიღოთ ჩვენ ის პროდუქტი, რომელიც შეესაბამება თაფლის ტექნიკურ რეგლამენტს. ეს მოთხოვნები მხოლოდ ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდება. სამწუხაროდ მონიტორინგით ჩვენ არ გვაქვს ის შედეგი როდესაც ევროკომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ ქვეყანა შეიყვანოს ექსპორტიორთა ნუსხაში. ჩვენ არ ვართ მზად, ევროპა თაფლის ექსპორტისთვის ჯერ კიდევ შორს არის", - ამბობს გიორგი კეპაშვილი.