10.აპრილი.2019 19:51
ეკონომიკა, EU Georgia

"ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37 პროცენტით გაიზარდა"

"ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37 პროცენტით გაიზარდა"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტოკომიტეტის სხდომაზე წარადგინა საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველითავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და 2019 წლის გეგმა. ამჟამად მიმდინარეობს 2018 – 2020 წლების DCFTA - ის სამოქმედო გეგმის შესრულება.

გენადი არველაძის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო 2018 წელს ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდას. კონკრეტულად, 2018 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 17.7%-ით და შეადგინა 3 359.4 მლნ. აშშ დოლარი. ექსპორტი გაიზარდა 11.5%-ით და შეადგინა 730.3 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი - 19.5%-ით და შეადგინა 2 629.1 მლნ. აშშ დოლარი.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საქონლის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და გაზრდასთან ერთად ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 37%-ით გაიზარდა და შეადგინა 789. მისი თქმით, 2014-2018 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული პროდუქციის ცნობადობა ევროკავშირის და ასევე, ბაზარზე შევიდა ისეთი ახალი პროდუქტები, როგორებიცაა: კივი, გამხმარი ლიმონი, ხურმა, შავი მოცხარი, ვაშლი, კომში, ხილის ჯემი, ცხოველების ავეჯი, მინის ბოთლები და სხვ.

გენადი არველაძის განცხადებით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიმართულებით. მისი თქმით, ევროკავშირის ბაზარი უკვე გაიხსნა რამდენიმე პროდუქტისთვის. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირთან აკვაკულტურის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ-ის) მხარდაჭერით, მზადდება ექსპორტის სტრატეგია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საფეიქრო, ავეჯისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ღირებულებათა ჯაჭვებზე, რომელთაც გააჩნია ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პოტენციალი.

გენადი არველაძემ პარლამენტარებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, საბაჟოს, სახელმწიფო შესყიდვების, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში DCFTA-დან გამომდინარე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეფორმებზე, რომლებიც სამრეწველო პროდუქტებზე ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით ხორციელდება: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ცვლილებებზე და სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიღებაზე, ასევე წარმოადგინა ამ უკანასკნელის სააღმსრულებლო ღონისძიებების შესახებ სტატისტიკა. ამასთან, აღნიშნა რომ 2018 წელს საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სხდომაზე ხელი მოეწერა გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებას ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის შედეგადაც ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაცვა მიენიჭა ოთხ ახალ ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას: ,,ტყიბულის ჩაი", ,,მაჭახელას თაფლი", ,,ქუთაისის მწვანილი" და ,,ახალქალაქის კარტოფილი". ასევე, განახლდა საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების სია.

მოხსენების დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ პარლამენტართადა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.


26.აგვისტო.2019 11:00
258

რატომ არ ჩანს სატელევიზიო ანძაზე რესტორნის გახსნის მსურველი – მერიის განმარტება

ვრცლად
26.აგვისტო.2019 10:15
177

პრაღაში ქართული მაღაზია იხსნება

ვრცლად
26.აგვისტო.2019 09:30
227

LSE-ზე 2 ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, 2-ის კი შემცირდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:40
876

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
408

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
626

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად