16.მარტი .2016 13:16

"ერთხელ და სამუდამოდ დადგა დრო, როდესაც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხედვა გაჩნდა"

views 1068
უკან

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დასრულებულია. სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებებს ასახავს. სტრატეგიას დადებითად აფასებს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ჭელიძე.
 
"სტრატეგიას მთლიანობაში დადებითად ვაფასებთ. ერთხელ და სამუდამოდ დადგა ქვეყანაში დრო, როდესაც ხედვა გაჩნდა 2020 წლის ჩათვლით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს. სტრატეგიაში 5 ძირითადი პუნქტია, პირველი არის საკანონმდებლო სიტუაცია და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სამეწარმეო კულტურის გაძლიერება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინოვაციები.

სტრატეგიაში ახალი პუნქტია რეგულირების გავლენის შეფასება", - განაცხადა ჭელიძემ. მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ინფორმირების კუთხით, უფრო აქტიურად მოხდება სხვადასხვა სახის ბიზნეს შეხვედრების გამართვა და გამოფენებში ბიზნესის მონაწილეობა. როგორც ჭელიძე აღნიშნავს, დღეს მცირე და საშუალო ბიზნესში ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემაც დგას.

"დღეს ჩვენ წარუმატებელი სტარტაპების ბევრი ისტორია გვაქვს, ზოგადად ქვეყანაში რომ ბიზნესი განვითარდეს 50 წელი უნდა არსებობდეს კაპიტალიზმი, ჩვენთან 15 წელია რაც ბიზნესი არსებობს წესიერად. ამიტომ მეწარმეებს გამოცდილების მიღება თავისსავე ნაბიჯებზე უწევს", - განაცხადა ჭელიძემ.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დასრულებულია