20.აპრილი.2016 13:22
ეკონომიკა

"ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს სახლმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის"

"ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს სახლმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის"
"არც სამინისტრო და არც პარლამენტი სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით არ სარგებლობს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, დღეს საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 17% სარგებლობს კერძო სადაზღვევო პაკეტით. როგორც მინისტრმა პრემიერის სიტყვების კომენტირებისას განაცხადა, ის თავად არის საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარი, თუმცა მხოლოდ სიმბოლურად.
 
"ჯანდაცვის სამინისტრო მთლიანად კერძო დაზღვევით სარგებლობს. ერთადერთი ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო რომ სიმბოლურად მე არ ამიღია კერძო სადაზღვევო პაკეტი და თეორიულად ვარ საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარი, მაგრამ ამ 3 წელიწადნახევრის განმავლობაში, ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს სახლმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე გასულ კვირას ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა მინისტრები სახელმწიფო დაზღვევით არ უნდა სარგებლობდნენ. მისივე თქმით, სახელმწიფო რესურსები ადამიანების მოთხოვნილებებისამებრ უნდა იყოს გადანაწილებული.

22.ივლისი.2019 12:04
114

მთავრობა, სავარაუდოდ, „ჯორჯიან ეარვეისის“ ერევანი-თბილისის რეისებს დაასუბსიდირებს

ვრცლად
22.ივლისი.2019 11:12
108

სამინისტრო: 6 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს 673 მლნ ლარი მოხმარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:45
177

დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალი 57%-ით გაიზარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:00
237

საქართველოსთვის ასათვისებელი ღვინის საექსპორტო ბაზრები

ვრცლად
21.ივლისი.2019 20:50
488

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:50
3083

რა სქემით გაიზრდება პენსია 2021 წლიდან?

ვრცლად