25.აპრილი.2016 16:11
ეკონომიკა

"ერთ მოსამართლეს 500-600 საქმე აქვს წარმოებაში და ასეთ დროს ხარისხზე საუბარი ვერ გვექნება"

"ერთ მოსამართლეს 500-600 საქმე აქვს წარმოებაში და ასეთ დროს ხარისხზე საუბარი ვერ გვექნება"
გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდმა ქართველ მოსამართლეებს გარკვეული რეკომენდაციები მისცა. როგორ უნდა მიმდინარეობდეს ბიზნეს დავები ქვეყანაში და რატომ ხდება მათი გაჭიანურება, - თემაზე “ბიზნესკონტაქტთან“ იურისტი, იმედა დვალიძე  საუბრობს.
 
- ბატონო იმედია, რა ძირითადი რეკომენდაციები მოდის გერმანელებისგან და მოდის თუ არა ეს თანხვედრაში იმ პრობლემებთან, რასაც გაჭიანურებული საქმეები ჰქვია?

- გეტყვით, რომ გერმანელი მოსამართლისთვის ეს ერთგვარი აღმოჩენა იყო. ამჯერად საკითხი ისეთი პრაქტიკული დისკუსიას ეხებოდა, როგორიც არის ამორალური გარიგებების ცნება, მევახშეობა და სხვადასხვა სამართლებრივი ინსტრუმენტები. ქართველმა მოსამართლეებმა უბრალოდ მათ პრაქტიკაში და ქართულ არსებულ სივრცეში არსებული პრობლემური საქმეები გააჟღერეს.

ცხადია, გასაგები მიზეზების გამო, იქ კონკრეტული საქმეების განხილვა არ მომხდარა, მაგრამ აღინიშნა, რომ იძულებით დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული პრაქტიკა წინა წლებში ჭარბად იყო. გერმანელი მოსამართლე გაოცებული დარჩა, მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ ქართული სასამართლოები ამ საქმეების განხილვაში ერთგვარად შეზღუდული არიან იმდენად, რამდენადაც ჩვენი კანონმდებლობით იძულებით დადებულ გარიგებებზე შეცილების ვადა მხოლოდ ერთი წელია.

- ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებას რა როლი ენიჭება?

- დღევანდელი მდგომარეობით, ქართული კანონმდებლობა იცნობს იძულებით დადებულ გარიგებას და მას უპირობოდ ბათილად მიიჩნევს. საფუძველი ბათილობისა ნამდვილად არის იძულება გარიგების დადების დროს და მოსამართლეს შეუძლია გარკვეული ინტერპრეტაციები, შეფასებები გააკეთოს. თუმცა შეცილების ვადა ერთი წელია, ამიტომ ამ ნაწილში ქართული სასამართლო შებოჭილია. დაზარალებული მხარე ისევე, როგორც სხვა სასამართლოს ინსტრუმენტები შედეგზე გასვლას ცდილობს, რაც ამ კატეგორიის საქმეების განხილვას კიდევ უფრო ართულებს.

- ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხანდაზმულობაა, ეს ყველაფერი რამდენად გამოსწორებადია და ამ საქმესთან მიმართებაში როგორი იყო გერმანული მხარის რეკომენდაციები?

- გერმანული მხარე ძალიან მარტივად უდგება ამ საკითხს და ისინი თვლიან, რომ სახელმწიფომ და საკანონმდებლო ორგანომ პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს და ქართველ მოსამართლეებს, დაზარალებულ მხარეებს სასამართლოში საქმის წარმოების შესაძლებლობა მიეცეთ.

მხარეს, რომელიც თვლის, რომ დაზარალებულია, ქვეყნის ხელისუფლებამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გზით, თავისუფლებების დაცვის შესაძლებლობა უნდა მისცეს. ამაზე საუბარი სულ იყო, როგორც წინა საარჩევნოდ 4 წლის წინ, თუმცა რეალურად ყბადაღებული სამართლებრივი აღდგენის მოთხოვნის საკითხია.

- ქართველ მოსამართლეებს კვალიფიკაციის ამაღლება რამდენად სჭირდებათ?

-მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავად აცნობიერებენ ამას და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი მათ ნამდვილად გააჩნიათ. არის მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც უკვე წლებია ამა თუ იმ კატეგორიის დავას განიხილავს, მათ შესაბამისი კვალიფიკაცია მეტნაკლებად გააჩნიათ, მაგრამ ეს პრობლემა არსებობს. მაგალითად, ჩემი პირადი პრაქტიკიდან მოგახსენებთ, რომ წელს 25 იანვარს პირველ ინსტანციაში ერთ-ერთ ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა და უკვე დღეს 25 აპრილს, ანუ სამი თვის თავზე სასამართლოდან მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება მე ჯერ კიდევ არ მაქვს. აქ ერთ რამეზე შეიძლება იყოს საუბარი, როგორც კვალიფიკაციაზე, ასევე სასამართლოს სისტემის მეტისმეტ გადატვირთულობაზე. ეს ორი რამ უშლის ხელს კვალიფიციური გადაწყვეტილების გამოტანას.

- სასამართლო სისტემის გადატვირთულობაში რას გულისხმობთ?

- სასამართლო სისტემის გადატვირთულობა გულისხმობს იმას, რომ ერთ მოსამართლეს წარმოებაში დაახლოებით 500-600 საქმე აქვს და ასეთ სიტუაციაში ვადების დაცვა, გამომწვევი საკითხების შესწავლა, დასაბუთება და სიღრმისეული შეფასება თითოეული სამართლებრივი დეტალის და ფაქტობრივი გარემოების შეუძლებელია, ასეთ ვითარებაში ხარისხზე საუბარი ვერ გვექნება. რა თქმა უნდა, კვალიფიკაციის პრობლემაც არის.

23.აგვისტო.2019 19:50
192

ნათია თურნავა: მცირე სასტუმროების დასახმარებლად მოვამზადეთ და გამოვაცხადეთ კონკრეტული კრიტერიუმები

ვრცლად
23.აგვისტო.2019 19:20
259

ნათია თურნავამ და თორნიკე რიჟვაძემ მცირე სასტუმროების მფლობელებს ახალი ინიციატივა გააცნეს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 19:10
101

შსს: წლის პირველ ნახევარში ქრთამის აღების შემთხვევები 43%–ით გაიზარდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:40
358

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
947

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
174

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად