30.დეკემბერი.2015 10:10
საზოგადოება

"დაიცავი ბათუმის ბულვარი", - აჭარის მთავრობა გავრცელებულ ვიდეორგოლს სამუშაო ვერსიას უწოდებს

"დაიცავი ბათუმის ბულვარი", - აჭარის მთავრობა გავრცელებულ ვიდეორგოლს სამუშაო ვერსიას უწოდებს
აჭარის მთავრობა საზოგადოებას ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის კომისიაში ჩართვას სთავაზობს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე აცხადებს ვიდეო-რგოლი, რომელმაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, არ არის საბოლოო ვერსია და ის მხოლოდ შუალედური სამუშაოა.

"შევჯერდით, რომ კომისიაში რა რაოდენობითაც არის წარმოდგენილი საჯარო მოხელეები ზუსტად იმდენივე რაოდენობის წარმომადგენელი გამოყოს საზოგადოებამ, - ეს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქეები, სპეციალისტები თუ არასამთავრობოები. მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ წავედით დათმობაზე ან ჩვენ რაღაცას დაუთმობლად ვაკეთებდით. ჩვენ გვინდა გვქონდეს განვითარებული ბულვარი, რაშიც მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული. ბულვარის კონცეფციის მუშაობის დროს, როდესაც იქნება ერთიანი აზრი, მივიღებთ გაცილებით უკეთეს პროდუქტს, ვიდრე დღეს მივიღეთ. ეს არ იყო საბოლოო პროდუქტი, ეს იყო შუალედური სამუშაო, შესაბამისად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიას, რომ მიუხედავად ვალდებულებისა მან ვიდეო რგოლი გააკეთა და საზოგადოებას მისცა საშუალება ჩართულიყო განხილვაში“, - განაცხადა დავით ბალაძემ.

"დაიცავი ბათუმის ბულვარი", - ამ სახელწოდებით პეტიცია ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. პეტიციაზე ხელმომწერები ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ეთანხმებიან. ;კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას“, - ნათქვამია პეტიციის მოთხოვნაში.

20.აგვისტო.2019 14:00
42

საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

ვრცლად
20.აგვისტო.2019 13:40
68

პრემიერი ჩინეთის ელჩს შეხვდა - "ჩინეთიდან ტურისტების რიცხვი წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება"

ვრცლად
20.აგვისტო.2019 12:47
19

კახიძის N10-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ვრცლად
20.აგვისტო.2019 12:28
388

„არავინ გვაქცევს ყურადღებას“ - უშგულელებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს <ფოტო>

ვრცლად
20.აგვისტო.2019 11:50
356

ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ ფონდში თანხა მხოლოდ პრეზიდენტს აქვს ჩარიცხული

ვრცლად
20.აგვისტო.2019 11:05
97

ისნის რაიონში სკვერის მოსაწყობად 258 146 ლარი დაიხარჯა

ვრცლად