05.აპრილი.2016 14:25
ბიზნესი

"ცვლილებები მენეჯმენტში, ჩვენთვის არ წარმოადგენს სასურველ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან"

"ცვლილებები მენეჯმენტში, ჩვენთვის არ წარმოადგენს სასურველ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან"
ტელეკომპანია "მაესტროს" წილის მფლობელები, მამუკა ღლონტი და ეკა აკობია განცხადებას ავრცელებენ. როგორც ღლონტი და აკობია აცხადებენ, საკადრო ცვლილებები მენეჯმენტში, მათთვის სასურველ გამოსავალს არ წარმოადგენს. არხის მფლობელები აცხადებენ, რომ ისინი დირექტორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს არ ეთანხმებიან.

""მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე პროცესი მედიის საქმიანიობაში ჩარევის, მისი კონტროლის სრულიად არაკანონიერი, წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი გეგმის შედეგია. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ამჟამად იდგმება ტელეკომპანიის სხვა პარტნიორების მხრიდან, მათ შორის, საკადრო ცვლილებები მენეჯმენტში, ჩვენთვის არ წარმოადგენს სასურველ და ერთადერთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან.

ჩვენ არ ვეთანხმებით ტელევიზიის დირექტორის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურას.

ჩვენს ამგვარ პოზიციას საფუძვლად უდევს არა პიროვნული, თუ პროფესიული შეფასების კრიტერიუმები, არამედ არასამართლიანი გარემო, რომლის ფონზეც ვითარდება მოვლენები და ამ გარემოს მთავარი აქტორები – მედიის კონტროლით დაინტერესებული სახელისუფლებო ძალები, ვისი უშუალო მცდელობითა და ძალადობრივი მეთოდებითაც ხდება ტელეკომპანიის მიტაცება. ამჟამინდელი რეალობა კომპანიის ერთ მეწილეს საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით წარმოგვიდგენს, მეორეს კი მოვლენებზე გავლენის მოხდენის საშუალებას ართმევს.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივი გზით და ეს ბრძოლა არ შეწყდება, რამდენი დრო და ენერგიაც არ უნდა დასჭირდეს იმ უკანონობის დამტკიცებას და ძალადობის შენიღბული მეთოდების გამოვლენას, რასაც ამჯერად ვადევნებთ თვალს. ჩვენ არ გაგვაჩნია წილების, შესაბამისად ხმების, საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ შევცვალოთ ეს რეალობა, თუმცა გაგვაჩნია მთავარი - უდიდესი მოთმინება და უსამართლობასთან ბრძოლის დაუმორჩილებელი სურვილი!", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ არხის პარტნიორთა კრებამ "მაესტროს“ ახალ დირექტორად ზურაბ ნაყეური აირჩია.

15.ივნისი.2019 11:20
3297

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1129

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
406

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
503

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
643

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1260

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად