23.თებერვალი.2016 10:06
კრიპტოვალუტები

"ჩვენი ქვეყანა უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, ვინც განათლება დასავლეთში მიიღეს"

"ჩვენი ქვეყანა უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, ვინც განათლება დასავლეთში მიიღეს"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდები ბაკალავრისა და სამაგისტრო პროგრამების სხვადასხვა პროფესიებს ჩეხეთის აგრარულ უნივერსიტეტში, ჩეხეთის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, ჩარლზის უნივერსიტეტში, ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტში და პრაღის უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში ეუფლებიან.

"თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობთ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც მიიღეს განათლება დასავლეთში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ მონაწილე ყველა იმ პროცესის, რაც დღეს საქართველოში ხდება და კიდევ მეტი მოხდება". - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის დასაწყისში.

პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საგარეო პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში დიდ წარმატებას მიაღწია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დადებითად აფასებენ. პოზიტიურად შეფასდა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეფორმების პროცესს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს. საუბარია 4 პუნქტიან გეგმაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს. გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს ამ გეგმის არსი დეტალურად გააცნო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს საპენსიო რეფორმაზეც ესაუბრა, რომელიც 2017 წლის მესამე კვარტალიდან ამოქმედდება. ასევე დაგეგმილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელზეც მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად იმუშავებს.

სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია განათლების სფეროში დაგეგმილმა რეფორმამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ რეფორმის წინაპირობა იქნება სახელმწიფო შრომის ბაზრის ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც მთავრობა ჩაატარებს.

"ეს იქნება დინამიკური კვლევა უახლოესი 5 წლისათვის, რათა განვსაზღვროთ იმ პროფესიების რაოდენობა, რომელიც საქართველოს დასჭირდება. სახელმწიფო რესურსი მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს მხოლოდ იმ პროფესიებზე, რომლებზეც იქნება რეალური მოთხოვნა, რა თქმა უნდა ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით”. - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ორ საათიანი შეხვედრა სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა, მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე პასუხი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებისაგან, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისგან მიიღეს.

"ახალგაზრდობის ჩართულობა, ჩვენი მიზნების განხორციელებაში, არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ყველა თქვენგანს ველოდებით საქართველოში", - ამ სიტყვებით დაასრულა ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

15.ივლისი.2019 21:00
978

ნიკა ნანუაშვილი: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ ჩვენთან არ იმუშავებს“

ვრცლად
01.ივლისი.2019 23:05
3354

კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად სიმძლავრის მიწოდება დღგ-თი დაიბეგრა

ვრცლად
05.ივნისი.2019 11:11
9590

ბიტკოინი ისევ იაფდება

ვრცლად
15.მაისი.2019 00:02
10473

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

ვრცლად
09.მაისი.2019 01:21
9311

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:52
1901

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

ვრცლად