03.დეკემბერი.2015 17:47
ეკონომიკა

"ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონების ეკონომიკური განვითარებაა"

"ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონების ეკონომიკური განვითარებაა"
"მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელი საქართველოს მასშტაბით", - ამის შესახებ 3 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალციხეში პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში გამარჯვებულ, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ბენეფიციარებთან შეხვედრაზე განაცხადა.
 
"ჯამში უკვე 7 846 ბიზნეს იდეა შემოვიდა, რომელიც 12 711-მა განმცხადებელმა წარმოადგინა. დღეის მდგომარეობით გამარჯვებულ ბენეფიციარებთან უკვე გაფორმდა 800 ხელშეკრულება. სახელმწიფო კი ამ 800 იდეის ასამუშავებლად 5 მილიონ 800 ათას ლარს გასცემს, რაც 2 960 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული პროგრამაში - რეგიონში უკვე გაფორმებულია 153 ხელშეკრულება, აქედან დაფინანსებულია 114 ბიზნეს იდეა, რომელიც შექმნის 400-მდე სამუშაო ადგილს.

"ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკურად ძლიერი რეგიონები, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც სწორედ რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი, რომლის მიზანია რეგიონებში ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება, ინოვაციების დანერგვა და უკვე არსებული მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარების ხელშეწყობა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი 2015 წლის მარტიდან დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება.

24.ივნისი.2019 22:00
68

„არცერთი პროექტი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ანაკლიისთვის, მხარდაჭერილი არ იქნება“

ვრცლად
24.ივნისი.2019 21:49
405

ეკონომიკის მინისტრი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პასუხობს

ვრცლად
24.ივნისი.2019 21:41
175

მინისტრი: ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე

ვრცლად
24.ივნისი.2019 21:30
92

„ჩვენ ვუსმენთ ბიზნესს“ - თურნავა ე.წ. ტურისტული ემბარგოს თემაზე ტურიზმის ინდუსტრიას შეხვდა

ვრცლად
24.ივნისი.2019 21:00
241

სოსო ბერიკაშვილი "ტურისტულ ემბარგოზე": არ უნდა დავპანიკდეთ, ამით ქვეყანა არ დაიქცევა

ვრცლად
24.ივნისი.2019 19:24
235

ISET: ავიამომოსვლის გაუქმებით, საფრთხე საქართველოს მშპ-ის 0.5%-ს ემუქრება

ვრცლად