12.ივლისი .2019 19:34

"ჩვენი გათვლებით, არსებული პორტების სრული გაჯერება 2021-2022 წლებისთვის მოხდება"

views 586
უკან

"ჩვენი გათვლებით, არსებული პორტების სრული გაჯერება 2021-2022 წლებისთვის მოხდება",- ეს განცხადება "საქმიანი დილის" ეთერში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა გააკეთა.

მისი შეფასებით, მოსალოდნელზე მეტად გაზრდილი ტვირთბრუნვის მიიხედავად, ბათუმისა და ფოთის პორტს გამტარუნარიანობის პრობლემა მომდევნო 2-3 წლიან პერიოდში არ შეექმნება.

"ჩვენ ნავსადგურებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო კონკურენტუნარიანები გავხადოთ ბაზარზე. ამას ასევე ხელს შეუწყობს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, რომელზეც ამ ეტაპზე გრანტი მოვიპოვეთ ამერიკის საელჩოსგან და წინასწარი ნიადაგის სამუშაოები დაიწყება აგვისტოდან.

ჩვენი გათვლებით, ზრდის შემთხვევაშიც უზრუნველყოფთ იმას, რომ ფოთმა და ბათუმმა ამ ორი წლის განმავლობაში მიიღოს ყველა ის ჩვენი მომხმარებელი, ვისაც სურს, რომ ჩვენი ნავსადგურებით მოახდინონ გადაზიდვები. თუმცა, ანაკლია უმნიშვნელოვანესია და პრიორიტეტია, რომ ის დროულად აშენდეს" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.