28.აპრილი .2016 20:12

"ჩვენ ვხედავთ რეალურ ზრდას ეკონომიკაში, რაც თითოეული ჩვენგანის ოჯახზე აისახება"

views 1120
უკან

"მიმდინარე წლის თებერვალ-მარტიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური ინდიკატორები, მარტის თვეში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა 3,4 % შეადგინა" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"გადაჭარბებული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ბაზარს ჰქონდა, მთავრობის სწორი პოლიტიკის გამო, შემოტრიალდა. ჩვენ ვხედავთ ახალ სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვხედავთ რეალურ ზრდას ეკონომიკაში, რაც თითოეული ჩვენგანის ოჯახზე აისახება და ის წლიური პროგნოზი, რომელიც გვაქვს, აუცილებლად მიღწეული იქნება წელს. მართალია, ჯერ ადრეა ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ აპრილშიც ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი იქნება და შემდგომ თვეებშიც მოლოდინი კარგი გვაქვს" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პოზიტიური დინამიკაა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებშიც: მარტის თვიდან ეროვნული ვალუტის კურსი დაახლოებით 11 პროცენტით გამყარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა