08.მარტი.2016 12:24
კრიპტოვალუტები

"ჩვენ ინგლისური უნდა ვიცოდეთ ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ვიცოდით რუსული"

"ჩვენ ინგლისური უნდა ვიცოდეთ ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ვიცოდით რუსული"
ქართულ "ფორბსთან" ინტერვიუში, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი განათლების სისტემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასკოლო სისტემაში რეიტინგების სისტემის დანერგვაა საჭირო. მისივე თქმით, კვლავ საქილიკო თემად რჩება ინგლისური ენა. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ინგლისურენოვანი ქვეყანა უნდა გახდეს.
 
"არ არსებობს არც ერთი განვითარებული ქვეყანა, ვისაც სასკოლო განათლებაში შესაბამისი რეიტინგები არ აქვს. ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ჩვენი ახალგაზრდა თაობის ათიათასობით წარმომადგენელი, სკოლის დამთავრებისას საერთაშორისო მასშტაბით თავიანთ თანატოლებთან შედარებით, კონკურენტუნარიანი უკვე არ არის. ამის გამოსწორების გარეშე, ძალიან რთული იქნება განვითარება და ეს პირდაპირ კორელაციაშია ეკონომიკურ ზრდასთან.

ძალიან ხშირად ინგლისური საქილიკო თემაა, მაგრამ ჩვენ უნდა გავხდეთ ინგლისურენოვანი ქვეყანა. ჩვენ ინგლისური უნდა ვიცოდეთ ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ვიცოდით რუსული. ამას ალტერნატივა არა აქვს.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ამ მხრივაც მნიშვნელოვანია კარგი შედეგები, მაგრამ აქ თავის როლს მსოფლიო ტექნოლოგიური პროგრესი ასრულებს. ყველაზე განვითარებული და წარმატებული უმაღლესი სასწავლებლები თავიანთ საგანმანათლებლო კონტენტს დებენ ონლაინ და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. დღეს აღარ არის საჭირო კონკრეტული ცოდნის მისაღებად ტოპ-სკოლაში სწავლა. თუ მოზარდებს ექნებათ შესაბამისი უნარები და ინგლისურის ცოდნა, მათ აქვთ შესაძლებლობა, კარგი განათლება მიიღონ", - ამბობს ქადაგიძე.

15.ივლისი.2019 21:00
1300

ნიკა ნანუაშვილი: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ ჩვენთან არ იმუშავებს“

ვრცლად
01.ივლისი.2019 23:05
3664

კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად სიმძლავრის მიწოდება დღგ-თი დაიბეგრა

ვრცლად
05.ივნისი.2019 11:11
9918

ბიტკოინი ისევ იაფდება

ვრცლად
15.მაისი.2019 00:02
10476

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

ვრცლად
09.მაისი.2019 01:21
9314

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:52
1904

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

ვრცლად