14.აგვისტო.2019 12:31
ეკონომიკა

"ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი-იმედი მაქვს, კონსორციუმიც შეძლებს აღებული პირობის დაკმაყოფილებას"

"ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი-იმედი მაქვს, კონსორციუმიც შეძლებს აღებული პირობის დაკმაყოფილებას"
"სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის, ანუ ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ანაკლიის კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მშენებელთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ელოდება კონსორციუმის პასუხს, ჩატარდა კონკურსიც, რომელში გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება, ააშენოს პორტი იმ ვადებში, რომელიც აუცილებელია.

"ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ფინანსური საკითხების დასრულება, რათა თითოეულ ჩვენგანს და კონსორციუმს ჰქონდეს განცდა, რომ ფინანსური რესურსი მობილიზებულია პორტის მშენებლობის დაწყებისა და გაცხადებულ ვადებში დასრულებისთვის. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გავაკეთებთ ანაკლიის კონსორციუმისადმი, რომ ეს პროექტი დასრულდეს წარმატებით.

ამ პროექტის ასეთ სტატუსში ყოფნა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ეს აზარალებს ქვეყანას, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ ამავდროულად, სრული მხარდაჭერა გვაქვს გამოცხადებული ანაკლიის კონსორციუმის მიმართ და მაქვს იმედი, რომ კონსორციუმი შეძლებს ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებას, რომელიც საკუთარ თავზე აიღო",- აღნიშნა პრემიერმა.

21.აგვისტო.2019 19:30
50

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
60

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
99

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:29
175

ნიკა გვარამია: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის... ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:01
79

ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა - საქართველოს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 17:13
108

ნათია თურნავა: „საქართველოს პრემიერსა და „რაინეარს" შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება"

ვრცლად