12.მარტი .2016 13:08

"ჩირიფრუტი" თუთის ჩირის წარმოებას გეგმავს

views 2511
უკან

"ჩირიფრუტი" თუთის ჩირის წარმოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, სოფო ჯიქიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მან თბილისის მერიას ქალაქში არსებული თუთის ხეების გამოყენების უფლების მინიჭებით მიმართა.
 
"სამწუხაროდ, საქართველოში თუთის ნაყოფს ნაკლებად იყენებენ და ის ნადგურდება. თბილისში ძალიან ბევრი კარგი ჯიშის თუთის ხეა, სწორედ ამიტომ თბილისის მერიას ინიციატივით მივმართეთ, რომ მათი წარმოებისთვის გამოყენება მოხდეს. თუთის ნაყოფი საკმაოდ ძვირად ფასობს თურქეთში და მას დიდი გამოყენება აქვს სხვა ქვეყნებშიც", - ამბობს სოფო ჯიქია.

კომპანია "ჩირიფრუტი" ამ ეტაპზე, ქლიავის, ვაშლის, ფორთოხლის, ბანანის, ანანასის, კივის, ფეიხოსა და ხურმის ჩირს აწარმოებს. კომპანია ხილის ჩაის რეალიზებასაც ახდენს.