15.მაისი.2019 11:50
საზოგადოება

"ჭავჭავაძის გამზირზე ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა მოძრავი ავტომობილი მიწისქვეშ აღმოჩნდეს"

"ჭავჭავაძის გამზირზე ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა მოძრავი ავტომობილი მიწისქვეშ აღმოჩნდეს"

„GWP-სთან კონსულტაციებით გაირკვა, რომ მიწისქვეშ კომუნიკაციების მხრივ ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს მოძრავი ავტომობილი მიწისქვეშ აღმოჩნდეს,“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა:


„თვის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის  სრულ რეაბილიტაციას ვაპირებთ, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც კომუნიკაცია და საუბარი გვქონდა კომპანია GWP-სთან მიწისქვეშა კომუნიკაციების არსებულ მდგომარეობაზე, ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა მოძრავი ავტომობილი მიწისქვეშ აღმოჩნდეს.

ანუ მოხდეს ჩავარდნა იმიტომ, რომ გამზირი ისე არის დაზიანებული, მიწის გამორეცხვა მუდმივად ხდება. არის მონაკვეთები, რომელიც ჩავარდნილია და ეს ყველაფერი არის გამოწვეული იმის გამო, რომ კომუნიკაციები უმძიმეს მდგომარეობაშია“.

 


ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება. როგორც მერი ამბობს, საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირიც ნაწილობრივ ჩაიკეტება, რომ მოსახლეობას და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებისას პრობლემა არ შეექმნას.


მისივე თქმით, პირველ რიგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე მონაკვეთი ჩაიკეტება, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მიწისქვეშა კომუნიკაციების პარალელურად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, გამზირის მოწესრიგების სამუშაოებს განახორციელებს.

„კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერს“ ჩამოყვანილი ჰყავს გერმანელი ექსპერტები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობას ზედამხედველობას გაუწევენ. პარალელურად, ჩვენი საქალაქო სამსახური კონტრაქტორთან ერთად, გამზირის მთლიანად მოწესრიგებას დაიწყებს. ეს არის საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, გარე განათების ქსელის შეცვლა, LED განათებების დამონტაჟება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ განთავსება, გამწვანების სამუშაოების ჩატარება. განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული გამზირი გვექნება, რომელზეც შესაბამისი საავტობუსო ზოლები განთავსდება, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველაზე სწრაფად იმოძრაოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომანქანების გადაადგილების შესახებ მოსახლეობას სრული ინფორმაცია ექნება.

„დაახლოებით, 2.5 კილომეტრი სიგრძის გამზირია. მაქსიმალურად შევეცდებით, ავტომობილებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს პრობლემები არ შევუქმნათ. სანამ უშუალოდ სამუშაოები დაიწყება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია გვექნება. მძღოლებს და მოსახლეობას სრულ ინფორმაციას მივაწვდით, თუ როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და როგორ იქნება შესაძლებელი ავტომობილებით გადაადგილება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

18.ივლისი.2019 12:21
499

სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

ვრცლად
18.ივლისი.2019 12:03
304

მთავრობა ქარის ელექტროსადგურის 100%-იან წილს ყიდის

ვრცლად
18.ივლისი.2019 11:47
41

საბკულტურა - ღია სივრცე წიგნის მოყვარულთათვის

ვრცლად
18.ივლისი.2019 11:43
92

პრემიერი: საქართველო 21-ე საუკუნეში აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა

ვრცლად
18.ივლისი.2019 11:17
63

,,მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისგან მივიღოთ ინფორმაცია მომავალი პროექტების განხორციელების თაობაზე“

ვრცლად
18.ივლისი.2019 11:12
496

AiCar-ის ავტოპარკს 50 ავტომობილი დაემატა, რომლითაც 400 კმ-ის გავლას შეძლებთ

ვრცლად