01.მაისი.2016 10:55
ეკონომიკა

"ბოლივუდი" საქართველოში 10 მუსიკალურ კლიპს გადაიღებს

"ბოლივუდი" საქართველოში 10 მუსიკალურ კლიპს გადაიღებს
სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი, ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა, რომლის მიხედვით, კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ. პროგრამის წარდგენა უკვე მოხდა ამერიკასა და ინდოეთში. თემაზე „საქმიან დილასთან“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი საუბრობს.
 
- რა სახის დაინტერესებას უნდა ველოდოთ ჰოლივუდიდან და შეხვედრა კონკრეტულად რომელ კინოსტუდიებთან მოხდა?

- რამდენიმე ხნის წინ მე ინდოეთში ინდოელ კინო მწარმოებლებთან მქონდა შეხვედრა და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის არის, რომ ინდოელ კონო პროდიუსერებს საქართველო შევთავაზოთ, როგორც გადასაღები მოედანი. ლოს ანჯელესში სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის ლოკაციების გამოფენაზე. აქ ჩვენთან ერთად ოთხი ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი და მათთაც სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკებები აქტიურად აწარმოეს. თითქმის ყველა მსხვილ კომპანიასა და მასში შემავალ ორგანიზაციებთან გვქონდა ოთხი დღის განმავლობაში შეხვედრები, მათ შორის ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორიც არის Disney და მასში შემავალი კომპანიები.

- განსხვავებით ბოლივუდისგან, ჰოლივუდში კინო სტუდიებს მკაცრი მოთხოვნები აქვთ და ლოკაციების შერჩევის თვალსაზრისით პრეტენზიულები არიან. რა იქნება ის კონკურენტული უპირატესობა, რასაც ჩვენ მათ შევთავაზებთ?

-  ამერიკელი კინო მწარმოებლები მსხვილ ბიუჯეტიანები არიან. მათი ბიუჯეტი საშუალოდ 30 მილიონი დოლარიდან ზევით არის. დღეს მაგალითად, შეხვედრა გვქონდა Lionsgate-თან, რომლის ერთ-ერთი ფილმიც არის “რობინ ჰუდი“ და ფილმის საშუალო ბიუჯეტი 150 მილიონია. ამხელა ბიუჯეტის განხორციელებას, რა თქმა უნდა მთელი რიგი მოთხოვნები აქვს, მათ შორის არის ის, რომ უსაფრთხოების მაღალი ზომები უნდა იყოს, მათ შორისაა ინფრასტრუქტურაც რომელშიც კადრებიც იგულისხმება. რა თქმა უნდა, საქართველოში A კლასის მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილოთ ამის რესურსი არ არის, თუმცა ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს, რომ თუნდაც დასაწყისისათვის მათ 30-40 პროცენტი თავიანთი თანამშრომლები და თავიანთი ჯგუფის წევრები ჩამოიყვანონ. ეს კი საქართველოსთვის ძალიან დიდი გამოცდილება იქნება.

საქართველოზე ყველას რეალისტური შეხედულება აქვს, მათ იციან ქვეყნის არსებული რესურსი და ჩვენც აქედან გამომდინარე ვესაუბრებით და რაც შეგვიძლია ვთავაზობთ. ის, რომ საქართველო არ განიხილონ დამაბრკოლებელი საერთოდ არ არის, ისინი დაინტერესდნენ ჩვენი წახალისების სქემით, რეალურად მოკლე ტერიტორიაზე თითქმის ყველაფრის გადაღება შესაძლებელია და ეს მათთვის ძალიან მიმზიდველია და ისინი ახლო მომავალში საქართველოში ჩამოვლენ.

- ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ტუნისი, მაროკო, ეგვიპტე მათთან შედარებით რა უპირატესობა გვაქვს?

- რამდენიმე ფაქტორს გეტყვით რაც კინო გადამღები კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად ეს უსაფრთხო გარემოა, ამ მიმართულებით საქართველოს ნამდვილად გააჩნია კონკურენტუნარიანი გარემო, რადგან უსაფრთხოების ზომა საკმაოდ დაცულია. მეორე ეს არის უკან დაბრუნების და წახალისების სქემა. საქართველოს ეს სისტემა უკვე დანერგილი აქვს და კომპანიებს კონკრეტულ შეთავაზებებს სთავაზობს. მესამე ეს ლოკაციებია და აქ საქართველო გამორჩეულია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე შესაძლებელია ზღვის, მთის, უდაბნოს, სხვადასხვა არქიტექტურული ღირშესანიშნაობის გადაღება და სხვა. რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასურველია. მეოთხე, რაზეც ჩვენ ყველაზე მეტად გვაქვს სამუშაო, ეს არის უკვე კონკრეტული ინფრასტრუქტურა, ანუ სტუდიების მოწყობა იგივე სცენების კუთხით, მუშახელი და ა.შ. 

აღვნიშნავ, რომ ჩვენი წახალისების სქემა ძალიან დეტალურად შეისწავლეს, იგი მაღალ ინტერესს იწვევს და აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვლენ და ყველაფერს ადგილზე გაეცნობიან. ბოლივუდის შემთხვევაში ისინი აღდგომის შემდეგ გვეწვევიან, დაგეგმილია ათი მუსიკალური ვიდეო რგოლის გადაღება. ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია. იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში არა ერთი საინტერესო პროექტი გვექნება ინდოეთიდან და ასევე იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგი ექვსიდან რვა თვის განმავლობაში ამერიკიდანაც პოზიტიური პასუხები გვექნება.

24.აგვისტო.2019 20:20
168

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 19:29
134

ახალსოფელთან ტყეში ხანძრის ადგილზე ტექნიკის შესაყვანად გზა გაიჭრება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:10
158

წელს ქართული ნივრის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:15
1723

"აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროექტს შემოდგომაზე განაახლებს – დაფინანსება 30 000 ლარი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 16:50
1346

Ryanair–ის პილოტები გაფიცვას გეგმავენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 15:30
331

მინსკში "ქართული სახლი" გაიხსნა

ვრცლად