13.მარტი.2016 14:12
ბიზნესი

"ბლაუენშტაინ საქართველო" შემოდგომამდე რაჭაში კიდევ ოთხ მესაქონლეობის ფერმას განათავსებს

"ბლაუენშტაინ საქართველო" შემოდგომამდე რაჭაში კიდევ ოთხ მესაქონლეობის ფერმას განათავსებს
კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველო" რაჭაში არსებული ფერმების რაოდენობას 10-მდე გაზრდის. ოქრომბრამდე მესაქონლეობის ფერმები აშენდება სოფლელ ხიმში, ფარახეთში, სხარტალსა და გლოლაში. ქართულ-შვეიცარულმა კომპანიამ რაჭაში საქმიანობა 2008 წელს დაიწყო. კომპანია პარტნიორი ფერმების შექმნისთვის ფერმერებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, კომპანიის პარტნიორობისთვის ბენეფიციარმა 60 ჰექტარ მიწაზე ფერმა უნდა ააშენოს და საქონლის მოვლის ვალდებულება აიღოს, რომელსაც მას კომპანია გადასცემს. ფერმები შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ.
 
მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით ხორციელდება ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება მაღალპროდუქტიული შვიცის და სიმენტალის ჯიშებით. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ - მდე აღწევს.

კომპანიამ საერთო ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და 600-მდე მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს.

საქართველოში პირველად, "ბლაუენშტაინ საქართველომ“ ე.წ. "დამწიფებულ ხორცს“ წარმოება დაიწყო. როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუმარტეს, პირუტყვის დაკვლის შემდეგ, 21 დღის განმავლობაში ხორცის განთავსება შესაბამისი ტენიანობის და ტემპერატურის მქონე მაცივრებში ხდება, რის შემდეგაც ხორცი ზედმეტი მინარევებისგან თავისუფლდება.

"საქართველოს კანონმდებლობა დამწიფებულ ხორცს არ სცნობდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვსურს მივიღოთ აღიარება, რომ ეს მეთოდი იყოს დამტკიცებული. 3 კვირის განმავლობაში, ხორცი ყველა ზედმეტი მინარევისგან თავისუფლდება. ხორცი კი უფრო რბილი რჩება და მას არ აკლდება წონა", - განმარტავენ კომპანიაში.

19.აგვისტო.2019 19:16
12305

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
15.ივნისი.2019 11:20
3417

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1181

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
468

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
533

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
714

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად