23.აპრილი .2019 18:40

"ბიზნესს 168 მილიონი ლარი დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობის სახით"

views 382
უკან

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 22 აპრილის მდგომარეობთ ბიზნესს 168 მილიონი ლარი დაუბრუნდა დღგ-ს სახით. მისივე თქმით, ეს თანხა 11 მილიონი ლარით მეტია 2018 წელთან შედარებით.

„დღგ შარშან დავაბრუნეთ 521 მილიონი ლარი, რომელიც რამდენჯერმე მეტია 7-8 წლის მონაცემზე. 15 თებერვლიდან გვაქვს ავტომატური დაბრუნების სისტემა რაც ძალიან კარგია. 15 თებერვლის შემდეგ დაბრუნებულია 95 მლნ ლარი საიდანაც 50 მილიონზე მეტი ავტომატური დაბრუნებით მოხდა. 22 აპრილის მდგომარეობით, დაბრუნებული თანხები შეადგენს 168 მილიონ ლარს რაც 11 მილიონით მეტია ვიდრე 2018 წელს.“ - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა