04.ივნისი.2019 14:43
ეკონომიკა, ტექნოლოგია

"ბილაინმა" პირველი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი - "სუპერ • ბი" დანერგა

"ბილაინმა" პირველი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი  - "სუპერ • ბი" დანერგა
მომხმარებელთა მომსახურების კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, “ბილაინმა” ქართული ტელეკომის ინდუსტრიაში პირველი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი დანერგა
“ბილაინმა“ - საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, მომხმარებლების მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი სუპერ • ბი დანერგა.

ჩატ-ბოტი ქართულად საუბრობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, Facebook Messenger-ის მეშვეობით. შესაბამისად, სუპერ • ბი-ს გამოყენებისთვის საკმარისია მომხმარებელს ქონდეს Facebook -ის ანგარიში.

ჩატ-ბოტის შექმნაზე იმუშავა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ქართულმა კომპანიამ Pulsar AI.

„საქართველოს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში სუპერ • ბი პირველი მულტიფუნქციური, მესინჯერზე დაფუძნებული ჩატ-ბოტია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს უკვე ბევრი მომსახურების მიღება შეუძლია, მათ შორის:

• ბალანსის შევსება საკუთარ და სხვის ნომერზე
• თანხის გადარიცხვა ნომრიდან ნომერზე
• ბალანის შემოწმება
• მიმდინარე მომსახურებების, პაკეტებისა და ტარიფების შემოწმება
• განვადების დეტალების შემოწმება
• დეტალური ამონაწერის მიღება
• კრედიტის, ტარიფისა და პაკეტების გააქტიურება/გათიშვა
• ინფორმაციის მიღება ბილაინის მომსახურებების შესახებ.

სამომავლოდ სუპერ • ბი ახალ ფუნქციებსაც შეიძენს და მომხმარებლებს კიდევ უფრო სრულყოფილ მომსახურებას შეთავაზებს. ბილაინის მიზანია, უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი იყოს მომხმარებლსთვის კომპანიასთან კომუნიკაცია და ბილაინის მომსახურებებისა თუ პროდუქტების გამოყენება.

სუპერ • ბი -სთან დასაკავშირებლად, ეწვიეთ: https://www.facebook.com/superbuperb/

23.აგვისტო.2019 16:30
86

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
122

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
196

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
549

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:45
244

რა მიზნით გადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ – სტატისტიკა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:20
73

"2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა"

ვრცლად