23.მაისი.2019 11:40
საზოგადოება

"ბილაინის" მხარდაჭერით მსურველებს კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლა შეუძლიათ

"ბილაინის" მხარდაჭერით მსურველებს კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლა შეუძლიათ
საერთაშორისო ჯგუფი "ვიონის" წევრის "ბილაინის" მხარდაჭერით, ამიერიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს კომპიუტერული პროგრამირება ქართულ ენაზე ისწავლოს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, შესაბამისი რესურსი განთავსებულია ონლაინ და სრულიად უფასოა. პროგრამირების გაკვეთილები გათვლილია როგორც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე, ისე სტუდენტებსა და ნებისმიერ სხვა ადამიანზე, ვისაც პროგრამირების საფუძვლების შესწვლა სურს.

"პროექტი საგანმანათლებლო ფონდმა Educare Georgia–მ განახორციელა, რომლის მიზანია, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს. მოცემული პროექტი გულისხმობდა „ხანის აკადემიის” (Khan Academy) კომპიუტერული პროგრამირების ონლაინ გაკვეთილების გაქართულებას. "ხანის აკადემია" მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელზეც წარმოდგენილია ათასობით ვიდეოგაკვეთილი და პრაქტიკული სავარჯიშო სხვადასხვა საგანში, ინგლისურ ენაზე. იმისთვის, რომ ქართველ მოსწავლეებს სრულად შეეძლოთ პლატფორმის ათვისება, Educare Georgia მის გაქართულებას და ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებას ახდენს.

სადღეისოდ, პროგრამირების სპეციალისტი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ამასთან, ამ სპეციალობის უპირატესობა ისიც არის, რომ ადამიანს არ ჭირდება ფიზიკური დისლოკაცია და დისტანციურად შეუძლია მოემსახუროს და ემუშაოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ დამკვეთს", – აღნიშნავენ "ვიონში".

"ხანის აკადემიის" ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია: https://ka.khanacademy.org/ და YouTube-ზე: https://bit.ly/2pmdg4K (Khan Academy Georgian).

(NS)

23.აგვისტო.2019 18:53
76

23 აგვისტო - სახელფასო სხვაობის დღე საქართველოში

ვრცლად
23.აგვისტო.2019 18:31
178

"ფორსაჟის" გადაღებებისთვის, 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:15
44

გარემოს ეროვნული სააგენტო: ტყის ხანძრის გაჩენის რისკები იზრდება

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:50
128

"ტექინსპექტირების რეფორმას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, გაზრდილია კორუფციის რისკები"

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:10
84

რა ეტაპზეა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა – პროექტის ღირებულება 19 მლნ ლარია

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:35
82

ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა

ვრცლად