14.აპრილი.2016 18:29
ეკონომიკა

"ბიძინა ივანიშვილს და თანაინვესტირების ფონდს BitFury Group-თან შეხება არ აქვთ"

"ბიძინა ივანიშვილს  და თანაინვესტირების ფონდს BitFury Group-თან შეხება არ აქვთ"
ეფრემ ურუმაშვილი, ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. იურიდიული კომპანია "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" პარტნიორი და ფინანსისტი, ეფრემ ურუმაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე საუბრობს.

- ბატონო ეფრემ, რა ხდება თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში?

- გლდანის და ე.წ. თბილისის თავისუფალ ზონაში Bitfury-ი ოპერირებს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე კომპანიას წარმოადგენს და მსოფლიო ბაზრის 15 პროცენტი უჭირავს, ბიტკოინ-ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წარმოების კუთხით.

კომპანიის საერთო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება და ეს კომპანია ბაზარზე უკვე მრავალი წელია არსებობს. Bitfury-ი ჯგუფის ბორდზე მოღვაწეობენ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, მათ შორის კლინტონის ყოფილი მრჩეველი, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი ჰერნანდო დე სოტო, ნიუ-იორკის ბირჟის ყოფილი დირექტორი, “სამსუნგის“ პრეზიდენტი - წარმოგიდგენიათ, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ადამიანების ფონზე ეს არასერიოზული ინვესტორი და კომპანია იყოს. ამასთან, Bitfury-ი ერთ-ერთ დამფუძნებელს და ბორდის წევრს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც ყველაზე ცნობილი აიტია.

Bitfury-ი თურმე არარსებული კომპანიაა და მისი კაპიტალი საერთოდ არ არსებობს, ეს სრული აბსურდი და ტყუილია.

- ბიტკოინებზეც რომ გვითხრათ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ტექნოლოგიები საქართველოში იყოს?

- ბიტკოინ-ბლოკჩეინი ისეთი ტექნოლოგიაა, რომელსაც ყველა წამყვანი ეკონომიკური გამოცემა და ცივილიზებული სახელმწიფო აღიარებს, მათ შორის აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, ავსტრალია. ეს არის მომავლის ტექნოლოგია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი ინოვაციური განვითარების ხაზი ბიტკოინ-ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადის.
ის ბრალდებები, რაც ჩვენს ქვეყანაში გაისმა, რომ ბიტკოინ-ბლოკჩეინ ტექნოლოგიით ფულის გათეთრება, ორგანიზებული დანაშაულის დაფინანსება და ნარკოტიკების შეძენა ხდება, სიმართლე არ არის.

ოქტომბერში, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტმა კვლევა გამოსცა, სადაც ბიტკოინი ყველაზე დაბალი რისკის მატარებელ ვალუტად არის დასახელებული, ანუ მოცემული ვალუტით დღეის მდგომარეობით არანაირი საეჭვო ოპერაციების დაფინანსება, ე.წ. ფულის გათეთრება არ ხდება, არანაირი ტერორიზმის დაფინანსება არ ხდება და ეს ყველაფერი ყველაზე კვალიფიციურმა მთავრობამ, ყველაზე კვალიფიციურმა საფინანსო ბაზარმა დაადგინა.

ეს არის ბრიტანეთის საფინანსო ბაზარი და მათ თქვეს, რომ ამ ვალუტით შეუძლებელია რაიმე სახის ფულის გათეთრება.

- მთავარი არგუმენტი, თუ რატომ არის ოპოზიციისთვის გლდანის ზონა პრობლემური არის ის, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და მხოლოდ მისთვის შეიძლებოდა დაწესებულიყო ამ ტიპის შეღავათიანი საგადასახადო გადასახადები, მათ შორის ერთ ლარად მიწის გადაცემა...

- ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს მხოლოდ და მხოლოდ შეხება ჰქონდა გორის საპროცესინგო ცენტრთან ორი წლის წინ და ამის შემდეგ არანაირი შეხება ყოფილ პრემიერმინისტრსა და თანაინვესტირების ფონდს არ აქვს Bitfury-სთან.

22.ივლისი.2019 12:04
132

მთავრობა, სავარაუდოდ, „ჯორჯიან ეარვეისის“ ერევანი-თბილისის რეისებს დაასუბსიდირებს

ვრცლად
22.ივლისი.2019 11:12
113

სამინისტრო: 6 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს 673 მლნ ლარი მოხმარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:45
181

დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალი 57%-ით გაიზარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:00
239

საქართველოსთვის ასათვისებელი ღვინის საექსპორტო ბაზრები

ვრცლად
21.ივლისი.2019 20:50
489

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:50
3099

რა სქემით გაიზრდება პენსია 2021 წლიდან?

ვრცლად