10.მარტი .2016 15:44

"ახალი მზიურის" საპროექტო სამუშაოები დასრულდა

views 1302
უკან

ორგანიზაცია "მზიანმა" ახალი მზიურის საპროექტო სამუშაოები დაასრულა და ის განსახილველად და დასამტკიცებლად თბილისის მერიას გადაეცა. როგორც პროექტის ავტორი, ანა გოგუაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 1 კვირაში დაიწყება. ადგილზე მოხდება ამფითეატრისა და კაფის რესტავრაცია. ამფითეატრი სხვადასხვა ღონისძიებებს აპრილიდან უმასპინძლებს. რაც შეეხება კაფეს, ის სოციალური იქნება და მასში შშმ პირები დასაქმდებიან, თუმცა ამ ეტაპზე "მზიანი" მის სრულად ასამოქმედებლად ინვესტორებს ეძებს.
 
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მზიურში მდებარე ამფითეატრი და კაფის შენობა ორგანიზაცია "მზიანს" სარგებლობის უფლებით გასული წლის ბოლოს გადასცა.

პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოეწყობა პანდუსები და მოაჯირები. უსინათლოთათვის გაკეთდება სანიშნეები, მენიუსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არ მქონე პირთათვის გაკეთდება სპეციალური ნიშნები.

"პირველად საქართველოში იარსებებს სრულიად ადაპტირებული და ხელმისაწვდომი სივრცე, რომელიც მოსახერხებელი იქნება, როგორც ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, ისე ხანდაზმულებისა და ბავშვებისთვის", - განმარტავენ "მზიანში".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა