მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტრიბუცია და რიტეილი - ვის ეხება პრემიერის კრიტიკა?

BM.GE
10.02.23 13:45
216
მომხმარებელს სურსათის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევთ – საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას დისტრიბუტორთა და რიტეილერთა დაპირისპირება მოჰყვა. 

პრემიერ-მინისტრს პირველი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია გამოეხმაურა და განმარტეს, რომ მაღალ ფასნამატს სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებდა, მათ შორის რიტეილ სექტორში არსებული მაღალი გადასახადები, რომლის გადახდაც იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს დახლზე მოსახვედრად უწევთ.

რიტეილ ასოციაციამ პასუხი დააბრუნა. მათი თქმით, პრემიერის განცხადება მათ არ ეხებოდათ, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქტებზე რიტეილერების მხარეს დაბალი მარჟაა, რადგან ბაზარზე დიდი კონკურენციაა და შესაბამისად დიდი, მარჟის ფუფუნება რიტეილერების მხარეს არ არის. 

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას კი ასეთი კითხვა დაუსვეს – თუ ქსელური მარკეტების მაღალი მოთხოვნების გამოა ფასნამატი გაზრდილი, მაშინ არაქსელურ მარკეტებში, სადაც მოთხოვნები არ არის, რატომ არის ფასები კიდევ უფრო მაღალი ვიდრე ქსელურებში? ამ კითხვაზე თავად რიტეილერებს შემდეგი პასუხი აქვთ, რომ ქსელური მარკეტები მაღალი კონკურენციის პირობებში ინარჩუნებენ ბაზარზე დაბალ ფასებს და რომ არა ქსელური მარკეტები, ფასები კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა – შესაბამისად, გამომწვევი მიზეზი ცალსახად ეს ვერ იქნება.

სტუმრები: ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია;
მირანდა მანჯგალაძე - რითეილ სექტორის ექსპერტი.